კალია ახსენე, ცოცხი ხელში დაიჭირეო

დილიდან ცოცხით ვმოძრაობ. ცოცხით გადავადგილდები ოთახიდან ოთახში.   არა, ნუ გეშინიათ, ჰარი პოტერობას არ ვიჩემებ, რომ ცოცხს ტრანსპორტის ფუნქცია დავაკისრო😀 ჰარისი მხოლოდ უჩინმაჩინის მოსასხამის გამო მშურს.:mrgreen:

მოკლედ, მას შემდეგ რაც გავიღვიძე ცოცხი არის ჩემი თანამგზავრი. კომპთან ვზივარ – ცოცხიც აქვეა, ტელევიზორს ვუყურებ – ცოცხიც გვირდით მიდგას, გადი-გამოვდივარ –  ცოცხსაც თან დავათრევ.

ჰოდა რა ხდება: დილიდან სახლში ვარ მარტო. ჩემს სახლში კი ახლა  დალაგება-დასუფთავების ხანა დგას და ამიტომ ყველა ფარდა ჩამოხსნილია. რა თქმა უნდა, ყველა  ფანჯარა ღიაა, მე კი ნებისმიერ წუთას შეიძლება გადავეყარო რომელიმე ოთახში დაუკითხავად შემოფრენილ, შემომხტარ ან შემოღოღებულ რაიმე მავნე არსებას. ამიტომ თავდაცვის საშუალებად ცოცხზე უკეთესი ვერაფერი შევარჩიე. მხოლოდ მის იმედზე ვარ დარჩენილი, რომ თუ რამე საეჭვო არსება შევნიშნე სახლში, ეს ცოცხი მაშინვე გავუქანო თავში😛 სხვა გზა არ არსებობს. ანასაც ვეღარ დავუძახებ საშველად. უკვე დამცინის: ამხელა ფილარმონია ქალს კალიების და ხოჭოების როგორ გეშინიაო?:mrgreen: მეშინია და რა ვქნა, ვაჰ?! თანაც გამიგია, რომ იკბინებიან კიდევაც.

ჯერ პერიმეტრზე სიწყნარეა, თუმცა მაინც ფხიზლად ვარ, საბრძოლო მზადყოფნაში. ახლა კი მორიგ დაზვერვაზე წავალ და ცოცხსაც თან წავიღებ, თორემ შიში ოხერია :S

Posted on 15/08/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. კალიების პანიკურად მეშინია :შ და ბზიკების😦
    ცოცხით კი არა იატაკის ჯოხით ვიქნებოდი მომარჯვებული😀

  2. ისიც კარგია რეაგირება, რომ შეგიძლია, მე კალიების ისეთ დონეზე მეშინია, რომ ვერც ვკლავ, ანუ თუ კალია შემომიფრინდება და არავინ იქნება ვისაც კილერის ფუნქციას დავაკისრებ ე.ი. მე მოვკვდები😀

  3. ვერც მე ვკლავ, დავინახავ თუ არა, მაშინვე კივილს ვიწყებ. არც მომიკლავს ჯერ. მაგრამ მარტო რომ ვარ რა ვქნა? როცა ვიცი რომ ვერავინ დამეხმარება, თავდაცვის ინსტიქტი მუშაობს მაგ დროს და არ ვიბნევი.

  4. ისე For The Record არც კალიები იკბინებიან არც ხოჭოები : D
    ისე კალია დიდი არაფერია არ მეშინია მარა
    ხოჭოები უბრალოდ მეზიზღება😀

  5. არა და რას ერჩი ამ კალიებს ჰა?
    პროსტა რო ხტუნაობენ ეგ არის ცუდი თორე უწყინარი არსებები არიან.
    ხო და კიდე ხმა აქვთ საშინელიიიი… გველის სისინს გავს

  6. okey
    მე კი მითხრეს შხამიანიაო😦

    siyvarulovna
    ყველას გვაქვს რაღაც “წიკები”

  7. არა არა მარი ზუსტად ვიცი დაჟე ის დიდები რო არიან მწვანეები ისინიც კი არ იკბინებიან… : )) გაგეხუმრნენ ეტყობა
    ამიტო მაგათი არ შეგეშინდეს , მედგრად დაუდექი : D

    • კაი, გმადლობ🙂

      აღარ შემეშინება. ახლა მხოლოდ ზიზღი დარჩა😛

    • როგორ არ იკბინებიან = ) პროსტა პატარაზე და ძაან უმნიშვნელო ჩხვლეტასავით არის

  8. me kide mshurs kaliebis

    ramsigrdze fexebi aqvt😀 😀😀

  9. აუ მეც გამიწყალეს გული!! იმ დღეს მე და ჩემი მეგობარი 1 საათი ვნადირობდით კალიაზე, თან დიიდი და საზიზღარი იყო.. )))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: