ლაგოდეხის ნაკრძალი + სიღნაღი

მას შემდეგ რაც, როგორც იქნა ჩემი გავიტანე და დასასვენებლად მაინც არ წავედი, უკვე მეგონა, რომ ამ ზაფხულს თბილისიდან ფეხის გადგმა აღარ მეწერა. თუმცა მოულოდნელად ერთმა ჩემმა მეგობარ-კლასელ-კურსელმა ლაგოდეხის ნაკრძალში, ექსკურსიაზე წასვლა შემომთავაზა.

სიტყვა “ექსკურსიის” ხსენებაზე თვალებში ყოველთვის მწვანე ფოთლები მიციმციმებს. როგორ გავბედავდი უარის თქმას? ისედაც სულ ვწუხვარ, რომ საქართველოს ძალიან ცუდად ვიცნობ.

მიყვარს კახეთის გზატკეცილი და საერთოდ ყველა გზა საქართველოში. ერთი სანახაობა მხოლოდ პეიზაჟების თვალიერება იყო. გვალვის მიუხედავად მაინ საინტერესოდ გამოიყურებოდა გარემო. ზოგი მდინარე დამშრალიც კი იყო, ამის მიუხედავად კახეთში სიმინდის მოყვანაც დაუწყიათ. გზიდან ყანები მოჩანდა, უწყლობისაგან სიმწვანედაკარგული.

თავიდან სიღნაღში ჩავედით. (ღამის გათევას იქ ვაპირებდით) ცოტა დავისვენეთ და მაშინვე ლაგოდეხის ნაკრძალისაკენ ავიღეთ გეზი. არასოდეს ვყოფილვარ იქ. მეგონა სიცხისაგან იქნებოდა გადახრუკული ყველაფერი, მაგრამ ეს წარმოდგენა ერთ წამში გამიქრა.

არ მახსოვს ნაკრძალის შესასვლელთან რამდენ ხანს ვიდექი გაოცებული თვალებით და ჩამოვარდნილი ყბით. კიდევ ერთი ადგილი შეემატა ჩემს გადასაკარგად შესაფერის ტერიტორიათა სიას. მაშინვე ავიშვირე თავი და წინ გავიქეცი. თან ვცდილობდი ყველაფერი კარგად დამეთვალიერებინა. ციხიდან ახალგამოსულს ვგავდი, უფრო სწორად კი – გამოქცეულს. ბილიკებზე აღარ დავდიოდი. სადღაციდან მდინარის ხმაური მომესმა და მის საძებნელად გავიქეცი. ამ ბორიალში და ფოტოების გადაღებაში კინაღამ მართლა დავიკარგე.  (მესაშინელზარება ახლა ფოტოების ატვირთვა, მაგრამ რამდენიმეს მაინც დავდებ)

ჩემი ძებნით დავღალე ყველა, მაგრამ სულაც არ მინდოდა ვინმეს დანახვა.  საერთოდაც იქ მარტო წასვლა ჯობია მგონი. ადამიანების ლაპარაკის მოსმენას ზოგჯერ მდინარის ჩხრიალს ჯობია დაუგდო ყური.

საბოლოოდ უამრავ ხეზე მოვახერხე ასვლა, დიდი რაოდენობით სუფთა ჰაერი ვისუნთქე, სიარულით გული ვიჯერე და რაღაც ჩემებური დასკვნებიც გავაკეთე. რაც მთავარია ცოტა ხნით მაინც მოვშორდი ცივილიზაციას და ხმაურს.

ერთხელ მაინც ყველას ვურჩევ იქ წასვლას.

იქიდან ისევ სიღნაღში დავბრუნდით. ამდენი ხნის შემდეგ პირველად  ვნახე მთვარე. თბილისში ვეღარ ვხედავ და იქ ჩავაკითხე მოსანახულებლად😀 ასევე მშვენივრად ჩანდა ჩემი საყვარელი თანავარსკვლავედი “Corona Borealis”. 3 წელია თბილისის ცაზე მისი კვალი დავკარგე და მხოლოდ google earth-ში ვნახულობდი.

მე და მთვარე

იქაური ბულვარიც საკმაოდ საინტერესოდ მომეჩვენა. ადრე იმ ადგიალს ეკლესია ყოფილა და ამიტომ ბულვარში ყველა გაზონს ჯვრის ფორმა აქვს. დიდი საბორიალო ადგილი არ იყო, მაგრამ ისევ იქ სეირნობა მერჩივნა რესტორანში ჯდომას, როგორც სხვები აპირებდნენ. საერთოდაც, სიღნაღში ყოფნისას თავი საქართველოში კი არა, სადღაც სხვაგან მეგონა. იმ წითელ სახურავებს და ქვაფენილს თავისებური ეფექტი აქვს.

სიღნაღის ბულვარი

ახლა ისინი ისევ იქ არიან. ექსკურსია გაიხანგრძლივეს, მაგრამ მე სასწრაფოდ სახლში გამოვიქეცი.  უკვე აზრი აღარ ჰქონდა ჩემს იქ ყოფნას, რადგან  ჩემს ნებაზე მაინც ვერ ვიბორიალებდი აქეთ-იქით, ქალაქის  გალავნის ბილიკსაც ვერ შემოვივლიდი. სულ არ მინდოდა  ხინკალზე და ქაბაბზე ფიქრი, მაგას ტრანსპორტში ჯდომა და მგზვრობა მირჩევნია. ამიტომ ვზივარ ახლა აქ და აწ უკვე დათვალიერებულ  ტერიტორიებზე ვფიქრობ.

ეს ფოტო კარგი მგონია და რა ვიცი…

აი ასე ჩაიარა ჩემმა ორდღიანმა გასეირნებამ. თბილისში შემოსულმა უკვე საბოლოოდ დავასკვენი, რომ ცივილიზაცია ყველაფერს აბინძურებს, ანადგურებს და მიწასთან ასწორებს.

Posted on 20/08/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ლაგოდეხის ნაკრძალის ნახვა მინდააააააააა

  2. miyvars lagodexis nakrdzali da saertod lagodexi, banakshi viyavi mand da ise kargad maxsendeba :wub: sashinlad mominda axla iq yofna😦

  3. me viyavi nakrZalSi aღდგომას (საერთოდ ლაგოდეხელი ვარ :D)
    ხოდა მაგარი დრო ვატარეთ მაგრად ამხსენდება, არყით და ლუდით ვიწუწავეთ.
    huh minda kidev mand,

  4. siamovnebit cavikitxe posti da is gamxmari xec sheidzleba itqvas shvenivrad gamoiyureba🙂

  5. 🙂 dzalian magari adgilis lagodexis nakrdzali…rogorc chans shenc chemsavit giyvars fotoebis gadageba…samwuxarod cifruls ver vegirse jer…:( magram gio am dgeebshi mpirdebaa (happy) :*

    • კი, ძალიან მიყვარს. ციფრული კი ძალიან საჭირო რაღაც არის. მეც წელს ვიყიდე და ვერ ვიშორებ, სულ თან დავატარებ ყველგან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: