გასეირნება უდაბნოსა შინა

რამდენიმე დღის წინ GeoChallenge-ს თამაში აი ასეთი შედეგით დავასრულე და ისე გამიხარდა, თითქოს რაღაცას მივაგენი. მართლაც დროული და შესაფერისი იდეა იყო. უდაბნოზე უკეთეს ადგილს სად იპოვნი, როცა ასეთი აზრები გაწუხებს? აქამდე google earth-ში ჩემი სახლიდან 3370 კილომეტრზე მივდიოდი, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და საათობით დავეხეტებოდი კუნძულ სიტეზე. სინამდვილეში ალბათ  იქ ჩასვლა არასოდეს მომინდება. მხოლოდ რუკაზეა ის ისეთი, როგორიც მე მომწონს და შემეფერება. საერთოდაც მშვენიერი გასართობია ეს google-earth.

ახლა სამხრეთისაკენ გადავინაცვლე და ახალი ობიექტი ამოვიჩემე. მზიანი და წყნარი ობიექტი, რომელსაც სრულყოფილებისათვის მხოლოდ წყალი აკლია. უწყლოდ გაძლება გამიჭირდება, დანარჩენი ყველაფერი ჩემზეა ზედგამოჭრილი.

მოკლედ, შუა საჰარაში  მინდა გადაკარგვა ან სადმე ღაზას სექტორთან ახლოს. იქ არაფერი იქნება რაც სიჩუმის მოსმენაში ხელს შემიშლის და არც არაფერი მექნება გასაფუჭებელი. სიმარტივისათვის აქვე ჯობია ქვეწარმავლებისა და ბედუინების ფაქტორიც უგულებელვყო. მექნება კომპასი, უდიდესი გზა გასავლელი  და თვითგადარჩენის გამძაფრებული ინსტიქტი, რომელსაც ადრენალინიც ახლავს ხოლმე თან და ასე უკეთესად ვიგრძნობ რომ ცოცხალი ვარ. მეტი რაღა მინდა? უი, ფოტოაპარატი მავიწყდებოდა.

ხოდა წავედი მე. უნდა დავისვენო ადამიანური იდიოტიზმისაგან. უკან გამოყოლა არც გაბედოთ😛 და იმის დაბარებაც არ არის საჭირო, წინ დაჯექი, მალე მიხვალო.

Posted on 22/08/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. შენ მოგიკვდეს ჩემი თავი😀
    ხანდახან რა აზრები გაწუხებს ხოლმე
    უდაბნო გასაგებია მარა სულ სულ მარტო?

    • სულ მარტო რომ მინდა იმიტომ უდაბნო, თორემ უდაბნოზე საინტერესო ტერიტორიებიც ბევრი მაქვს მონიშნული google earth-ში🙂

  2. ისე რამე რო იყოს, ჩემი აზრით ადამიანი მარტო როა დიდ ხანს, კაკრაზ მაშინავიწყებდა ზოგადად რაარის სიცოცხლე…
    მარტო ალბათ იმას ვერ იგრძნობ რომ ცოცხალი ხარ…
    ეგ ვინმემ უნდა გაგრძნობინოს…
    😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: