ზაფხულის ბოლოს (ანუ რა ატრიალებს დედამიწას)

ზაფხული მიდის. რამდენიმე საათში მომავალ წლამდე დაგვემშვიდობება და კარს გაიჯახუნებს. ეს 91 დღე კი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ალბათ ხშირად გამახსენდება.

ამ ზაფხულს ბევრი ახალი ახალი რამ ვისწავლე, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი ადამიანი გავიცანი და კიდევ უფრო ჩემებური გავხდი, ვიდრე ვიყავი.

1. ყველაფერი დაიწყო გამოცდებით. მაინც მოვახერხე და მეორე კურსზე ვალები არ გადამიყოლებია. თუმცა ჩემი სიზარმაცე რამდენიმე ნერვული უჯრედის ფასად მაინც დამიჯდა. ამიტომ დასკვნა: – ნებისმიერ ფასად უნდა ვისწავლო ნერვების დაზოგვა. ყველაზე ლოგიკური ვარიანტია მეცადინეობის დრო დღეში 1 საათით გავზარდო.

2. გავიცანი უამრავი, სრულიად განსხვავებული ადამიანი, როგორც ჩემგან, ასევე ერთმანეთისაგან. ეს აბავიც ძალიან მიხარია, თანაც ჩემი “სტატისტიკური დაკვირვებებიც” ბევრად უფრო განვითარდა და ახალი იდეები დაემატა.

3. ამ ზაფხულს ვიყავი 3 ექსკურსიაზე.  ეს ყველაზე აზრიანი რამ არის ჩემთვის. კიდევ უფრო ბევრი ადგილი ვნახე საქართველოში და კიდევ უფრო მეტად მომინდა მთელი ქვეყნის შემოვლა და დათვალიერება.

წელს, როგორც იქნა, ჩემი გავიტანე და არსად წავედი “დასასვენებლად”. მთელი დრო თბილისში გავატარე და სულაც არ ვნანობ. ამაზე უკეთესად მაინც ვერსად გავერთობოდი. მითუმეტეს სიცხის მიმართ იმუნიტეტი მაქვს და შემიძლია უშფოთველად ვიარსებო 40 გრადუს ტემპერატურაზე🙂

ასეთი მშვიდი და სახალისო დასვენების დროს, რა თქმა უნდა, საფიქრალიც ბევრი გამომიჩნდა. რამდენიმე დასკვნაც გამოვიტანე და ბევრ რამეზეც შევუთანხმდი ჩემს თავს.

1. ახლა დედამიწას სიყვარული კი არა, ინერცია ატრიალებს ჩემო დომენიკო.

დიახ, ამით სწორედ იმის თქმა მინდა, რომ  დედამიწაზე 5 მილიარდი ადამიანი ინერციის იმედად დადის. იმედია რამე შეიცვლება.

2. რაც უფრო მეტს ილაპარაკებ, მით უფრო მეტად დაგეღლება ენა!

დიახ, მომბეზრდა უდაბნოსა შინა მღაღადებლის როლი, რადგან ამას ენის დაღლაზე უკეთესი შედეგი მაინც არ მოაქვს. ასე რომ ვმოქმედებ პრინციპით “დუმილი ოქროა”.

3. ზოგჯერ ეგოიზმს შეუძლია გადაგარჩინოს.

მას შემდეგ რაც მოვეშვი გლობალურ პრობლემებზე ფიქრს, და საერთოდ ყველაფერზე, რაც მე პირადად არ მეხება, მივხვდი, რომ  ნერვების მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა.

ესეც ასე! დანარჩენი შემდეგი ზაფხულისთვის იყოს.

Posted on 30/08/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. მშვენიერი პოსტი იყო…
    თუმცა 5 მილიარდი ადამიანი ინერციით – არა…
    ეტყობა ამჟამად შენ ხარ ასე უბრალოდ : ))

    • სხვა რამ ვიგულისხმე მაგაში. ძალიან შორს წავალ რომ განვავრცო რისი თქმაც მინოდოდა. მე არანაირად არ მეხება ეგ ამბავი.

  2. 2. რაც უფრო მეტს ილაპარაკებ, მით უფრო მეტად დაგეღლება ენა!

    დიახ, მომბეზრდა უდაბნოსა შინა მღაღადებლის როლი, რადგან ამას ენის დაღლაზე უკეთესი შედეგი მაინც არ მოაქვს. ასე რომ ვმოქმედებ პრინციპით “დუმილი ოქროა”.

    ეს მე მეხებოდა?😀😀 მარა ხო იცი მე მინდა ხოლმე შემოძახება, ასე რომ ნუ დადუმდები.
    ეს ზაფხული ყველაზე უდი იყო ჩემთვის.
    1. გამოცდები
    2.ლოდინი
    3. ქულების გაგება
    4.ლოდინი
    5.სოფელში წასვლა და არაფრის კეტებით მოწყენილობა
    5. გასტუდენტება
    6.ლოდინი
    ხო და ეს მეექვსე ლოდინი გრანტზეა და წესით ხვალ იქნება. ანუ მიემატება 7– რაღაც😀

    • კონკრეტულად არავის არ ეხება, მაგრამ ძალიან ბევრს ეხება :))))

  3. მაროოოოო :*** მომენატრე ქალოოო :* :* :*

  4. ნერვები დაზოგეთ, კიდევ დაგჭირდებათ🙂
    წინა ზაფხული მეც თბილისში გავატარე სრულად, მხოლოდ 2 დღით წავედი კოჯორში და მშვენიერი ზაფხული იყო მაინც🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: