“გადაშენობანა” ქართულად

სწავლის დაწყებამდე კიდევ უფრო დიდი დრო დამრჩა, ვიდრე ველოდი. ვადემბა ერთი კვირით გადაიწია და მეც კიდევ ერთი კვირა დამემატა უსაქმურობისათვის. ახალი რექტორი იძულებულს მხდის მაღლივი მომენატროს. არის ამაში რაღაც ჭკვიანური😀

ხოდა მეც ამდენი დროის გასატარებლად ისევ მულტფილმებს მივმართე. ვინც მიცნობს, იცის როგორ მიყვარს მათი ყურება, მაგრამ უკვე დიდი ხანია არ მინახავს არც ერთი. მიზეზები:

1. დისკზე რომლებიც მაქვს ჩაწერილი, ყველა 1000-ჯერ მაქვს ნანახი და არ მინდა მთლად დამეზეპიროს.

2. 30 ლარიანი ჯელინკი არც ისე სწრაფია, რომ ინტერნეტიდან გადმოწერა არ დამეზაროს.

3. ტელევიზორში მხოლოდ რობოტებზეა მულტფილმები და არ მომწონს.

მაგრამ დღეს სადღაც “დიდ გამყინვარებას” წავაწყდი და მთლიანად გადმოვიწერე. სწორედ დროული იყო მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე გლობალურ პრობლემებზე და უბედურებებზე ფიქრს შევეშვა😛

ჰოდა, ვუყურე დიდ გამყინვარებას, ოღონდ ქართულად. სხვათა შორის, ქართულად გახმოვანებული უფრო სასაცილო გამოდგა. მშვენივრად ვიხალისე, განსაკუთრებით იმაზე, როცა რაღაც გაურკვეველი ჯიშის ცხოველები (მგონი ღორები) წუმპეში სხედან და გადაშენობანას თამაშობენ და კიდევ სიმღერაზე “მალე გადაშეენდებიიიი…”.

და მეც ცუდად ამეკვიატა ეს სიმღერა “მალე გადაშეენდებიიიი…”. ვზივარ და ვღიღინებ.

აი ასეთი სახალისოა ზოგჯერ მულტფილმების ყურება.

Posted on 03/09/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. მიყვარს მე მულტფილმები, თან ძალიან🙂

  2. ბავშვები ხართ რა…😛

  3. ძაან მაგარი მულტიკი😀😀

  4. არიელი მომენატრა😦 რამდენი ხანია არ მინახავს😦 და კიდე ალადინი. არა და ბავშვობაში არ მიყვარდა. იმიტომ რომ ხშირად აჩვენებდნენ. აუ კარლსონიც მინდა და “ნუპაგაძიც”

  5. მულტფილმებიიიიიიიიიი!… როგორ მომენარტრა😦 საუკუნეა არ მინახია ნორმალური მულტიკი😦
    მოგბაძავ და გადავხედავ რამეს, რა თქმა უნდა ძველს და ჩემი ბავშვობიდან😉
    მადლობა, რომ გამახსენე მულტფილმების არსებობა😀

  6. despicable me-ს ველოდები მე :)) გამყინვარება მართლა შედევრია :))

  7. ვგიჟდები ლედი და მაწანწალაზე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: