ჩემი ტვირთი

ბოღმა კომენტარები რომ არ დავინახო, თავიდანვე ვიტყვი:

ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ არ ვიცი მეტი რა დავწერო. არც ის მინდა, რომ ბლოგი გადამიხმეს facebook-ის ფერმასავით. ხოდა გამახსენდა, რომ ადამიანებს (ზოგიერთს) ძალიან უყვართ სხვის  ცხოვრებაში, აზრებში და თუნდაც ჩანთებში ქექვა.

რადგან ამ ბლოგის წყალობით ჩემს ცხოვრებაში  და აზრებში უკვე კარგად ერკვევით, ამიტომ ისევ ჩანთას მივხედოთ.

ჩანთის თრევა საშინლად მეზარება, ამიტომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში დავატარებ, მაგალითად როცა უნივერსიტეტში მივდივარ. სხვა შემთხვევებისათვის კი ჯიბეები არსებობს.😀

აი ჩემი ტვირთიც

გასაღები, ტელეფონი, ყურსასმენები, ფოტოაპარატი და საფულე. თუმცა ფული ჯიბეშიც მიდევს ხოლმე, ყოველი შემთხვევისათვის.

ესეც ჩემი შეიარაღება. კიდევ უამრავი ატრიბუტი აკლია, მაგრამ ახლა მხოლოდ ესენია სახეზე. სკოჩი რად გინდაო არ დამიწყოთ ახლა.😀

საწერი, საწერი, საწერი… ამ ლურჯ ბლოკნოტში გამოცდებისათვის დასაზეპირებელ საკითხებს, ფორმულებს და კიდევ ათას უბედურებას ვიწერ. მეორეში კი ჯერ არც არაფერი წერია. ტყუილად დავათრევ, მაგრამ სულ მგონია რომ მჭირდება.

სათვალე, მინიმუმ ორი პასტა, მარკერები + ფანქარი. როცა ლექციის მოსმენა მბეზრდება და ყურადღება მეფანტება, ამეებით ვჯღაბნი რაღაცებს :))

ესენი, როგორც წესი, “კოსმეტიჩკაში” მილაგია. პლუს კიდევ სავარცხელი, საკრე, თვალის ფანქარი, სანტავიკი და ა.შ.

ბევრი რამეა ხომ? ამათ გარდა კიდევ უამრავი მძიმე წიგნის და კონპექტის ტარება მიწევს მხრებით, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია არაფერი დამრჩეს🙂

Posted on 06/09/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. არა შენი ჭირიმე ამდენ ნივთს მე ვერ ვათრევ. ცარიელი ბლოკნოტი რაღათ გინდა?😀 ან ზემოთ შპლკის მაგვარი შავი რაღაცეები

    • უამრავი ფურცლის გადაქსეროქსება მიწევს და ეგენი იმათ დასამაგრებლად მჭირდება. “სკრეპის” გაუმჯობესებული ვერსიაა.

  2. ოჰო სიმპატიური ნივთებია :O მეც მრავლად დამაქვს ხოლმე რაღაცეები შენ სანტავიკიც გექნება სადმე🙂 ყველაზე საჭირო ნივთი დედამიწაზე🙂

    • ვაიმე, სანტავიკი არ დავწერე?ახლავე ჩავამატებ. უმაგისოდ არ ვვარგივარ.:mrgreen:

  3. da amaze ra bogma komentebi unda daetserat erti😀

    • ეჰ, ამისთანებზე მინახავს და სანაგვეზე მომისვრია…

  4. სკოჩი მომეწონა განსაკუთრებით. :*

  5. მე ვგიჟდები ჩანთებზე ძალიან მიყვარს და შიგნით ყოველთვის უამრავი რამ მიყრია.პირიქით მიყვარს ბევრი რაღაცეების ტარება…ბლოკნოტებზე მეც მასე ვარ,უბრალოდ მიყვარს,ვყიდულობ მაგრამ არვიცი რა დავწერო🙂

  6. მომეწონა პოსტი : )
    ყოველთვის გამოვირჩეოდი დიდი ჩანთით, მაგრამ შიგნით ნივთები მეწყო…
    ყველაფერი მქონდა ჩანთაში რაც კი შეიძლებოდა ადამიანს დასჭირდებს.

    უჩანთდოდ გარეთ ვერ გავალ, შეიძლება გავგიჟდე.

  7. იმდენი რამე მიდევს ხოლმე, ორი პოსტი არ ეყოფა აღსაწერად

  8. ძალიან საჭირო რამეებს დაატარებ თან🙂

  9. მე მარტო ცარიელ ტვინს დავათრევ და ძალიან მოსახერხებელია🙂 ადვილად იწერება ყველაფერი.. მობილური ნაუშნიკყურსასმენებითურთ სულ თან მაქვს მაშინ როცა ნასკების ჩაცმაც მავიწყდება🙂 ეგ არაფერი ტრუსიც რომ არ ჩავთვალოთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: