ზღვიანი პოსტი

რაც თავი მახსოვს, არასოდეს მყარებია დილით ადრე გაღვიძება. ყოველითვის ძილისგუდობას მაბრალებდნენ. სულ მიკვირს, რა საჭიროა დილის 6 საათზე წამოხტომა, როცა საქმე მაინც არაფერი მაქვს?

დღეს, მთელი არდადაგების განმავლობაში, პირველად გავიღვიძე ადრე, რათა გუშინ მოფიქრებული გეგმები შემესრულებინა. გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, სიჩუმეს მხოლოდ მეეზოვეთა ცოცხების შრიალი არღვევდა. – წავიდე? – ვკითხე ჩემს თავს და იმანაც დადებითი პასუხი გამცა. სინამდვილეში მხოლოდ იმისთვის გავიღვიძე, რომ მაინტერესებდა მართლა წავიდოდი თუ – არა.

მარი (ჩემი მეგობარი) უკვე დიდი ხანია სპორტულ ცხოვრებას მისდევს. რაც მას ვიცნობ, სულ ვარჯიშობს და ცეკვავს. გუშინ, როცა ჩემთან იყო მოსული და თბილისის წყალსაცავზე (ზღვას რომ ეძახიან :D) სირბილისა და ვარჯიშის ამბებს მიყვებოდა, ძალიან დამაინტერესდა.

მოკლედ, ავეკიდე და მეც გავყევი. დედაჩემთან წუწუნიც არ დამჭირვებია გაშვებაზე, რადგან მარისთან ერთად ყველგან უპრობლემოდ მიშვებს. მარი ხომ მარია🙂

ჰოდა წავედით. ზღვამდე საკმაოდ დიდი მანძილი ფეხით გავიარეთ. მე, რა თქმა უნდა, გახარებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, ერთი სული მქონდა როდის მივაღწევდით. – მარ, გახსოვს აქ ტრამვაი რომ დადიოდა? მარ, იქ ბევრი ხალხი დადის სავარჯიშოდ? მარ, ბევრი უნდა ვირბინოთ? … და იქიდანაც ფეხით უნდა წამოვიდეთ? მარ, გული გაგიწყალე ხო? – აი ასეთი კითხვები არ მელეოდა. მზეც უკვე ამოსვლას აპირებდა,

მზის ამოსვლა

მაგრამ ჩვენ ავასწარით და გამოჩნდა ისიც!

თბილისის წყალსაცავი

ამდენი წყალი ერთად, მხოლოდ google earth-ში მაქვს ნანახი. გაგიკვირდებათ და შავი ზღვა ცალი თვალითაც კი არასოდეს დამინახავს.

ახალგაღვიძებული მზე

და უკვე მზეც ამოვიდა. მაინც ვერ გავიგე რა ფერია. ბავშვობაში სულ დამცინოდნენ, წითელ მზეებს ხომ ვხატავდი. ახლაც წითელი მგონია, მაგრამ ფოტოებზე სხვა ფერი ჩანს. :დაბნეულისმაილი:

დავიწყეთ სირბილი. მარიმ გამაფრთხილა, პირი დახურე და ცხვირით ისუნთქეო. მაგრამ მე ამის გაკეთება ძალიან მიჭირს, რადგან ცხვირით კარგად ვერ ვსუნთქვავ, ამიტომ 3 წუთში უკვე ქოშინი ამიტყდა. ყოველ 3 წუთში ვისვენებდით, ჩემ გამო.

ბოლოს მივსირბილ-მივჩანჩალდით დანიშნულების ადგილამდე.

როგორც მივხვდი, ეს არხი ამარაგებს ზღვას წყლით

მარი დადგა და ვარჯიში დაიწყო. მეც დავდექი და ხელების ქნევა დავიწყე. მერე მომბერდა ხელების ქნევა და ბორიალი დავიწყე, როგორც მჩვევია. იქ კიდევ ბევრი ხალხი დარბოდა. ზოგს საკმაოდ უცნაური სირბილის მანერა აქვს, გეგონება მიიპარებიანო.

თავისებურად მოსირბილენი :)))))

რა თქმა უნდა, მე ყველა უცნაურობაზე მეცინებოდა. მერე  მეთეზესაც წავაწყდი თეზაობის ფაქტზე და ესეც ჩემებურად აღვნიშნე. მარი მეუბნებოდა, შენი შიშით ადამიანს ვერ უვარჯიშია, ურბენია და უთევზავიაო.:mrgreen:

მოთევზავე მეთევზე

და კიდევ, თვითმფრინავს ვერ გადაუფრენიაო.

ჰაერის დამაბინძურებელი, გიგანტური ჩიტი

და ბოლოს შევამჩნიე აი ეს.

ანძა

იცანით მთაწმინდის ანძა? პირდაპირ ვუყურებდი. ესე იგი მთაწმინდის სიმაღლეზე ვყოფილვართ. ვიცოდი, რომ ჩემი უბანი საკმაოდ მაღლა იყო, მაგრამ ამ სიმაღლეზე არ მეგონა.

ბოლოს ისევ წამოვსირბილდით. ძალიან დავიღალე(თ), ბევრი სუფთა ჰაერი ვისუნთქეთ და მშვენივრად გავერთეთ. იმედია მალე გამივლის ფეხების ტკივილი.

წყლის ხამი - მე :)))

ახლა იმის მეშინია, მერე, მარტოს არ მომინდეს ხოლმე იქ ასვლა.😛

Posted on 08/09/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. zgvaaaa dzalin miyvars🙂

  2. bolo surati momewona dzalian🙂

  3. ასვლით ავალ მარა აი სირბილი, ვარჯიში, ძუნძული და ა.შ არ შემიძლია😐
    მე რომ ეგრე ადრე გამეღვიძა საცურაო კოსტუმსაც გავიყოლებდი და გაოფლილ გაძუნძგლული მერე მაგ წყალსაავში ვიბანავებდი

    • იმ წყალში ბანაობას ისევ გაძუნძგლულობა ჯობია :))) 20 წუთი მოვითმინე სახლში მოსვლამდე. ისე, რომ იცოდე, ნავარჯიშებზე ცივ წყალში რომ ჩახვიდე, იქვე გაგიშეშდება ყველაფერი :))))

  4. გულახდილად ვიტყვი მეზიზღება ეგ რეგვენი ზღვა.

  5. და წუწიანი

    • ალბათ რამე მიზეზი გაქვს და იმიტომ. ისე რაღაც მომენტში მეც კი მეზიზღება, მაგრამ შორიდან საყურებლად მაინც მომწონს.

  6. რატო არ ჩავარდი მაგ გასახმობი თავით მაგ ძუნძგლიან “ტბაში” ხომ დავისვენებდით ჩვენც და შენც…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: