როცა ფანი ხარ

რაც თინი დაბრუნდა, ისევ ძვერებურად “შევესიე” მის ბლოგს. სულ მიკვირს მისი, უფრო სწორად ჯექსონის მიმართ მისი ფანობის. ვერ გამიგია, როგორ შეუძლია ასეთი ფანი იყოს ვინმესი? ალბათ დიდი ხანია გადავეჩვიე ასეთ რამეებს, უფრო სწორად მას შემდეგ, რაც 15 წლის გავხდი. მანამდე კი მეც ვიყავი ფანი. ვისი ფანი? აი ეს დღემდე არ მესმის ჩემი თავის, მაგრამ მთელი 2 წელი, მე ემინების  “სიმღერების” მოსმენას შევალიე. გაგიკვირდათ? მეც მიკვირს, მაგრამ არსებობს რაღაც ახსნა.

2004 წელი, ქაუნთერ სტრაიკი და ინტერნეტ კაფეები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მაშინ სახლში კომპიუტერი ბევრს არ ჰქონდა (არც მე) ამიტომ არაერთხელ შევსულვარ “ქაუნთერებში” ჩემს კლასელებთან ერთად. მაშინ კი ყველა რეპს უსმენდა, ხოდა მას მერე “sometimes I think I’m crazy, I’m crazy, oh, so crazy…”. ასე გავხდი ფანი. დღეს კი ამ ფანობიდან მხოლოდ რამდენიმე კასეტა და ეს ალბომი დამრჩა, რომელსაც  მაინც ვინახავ ჩემს უჯრაში.

ეს არის საქაღალდე, რომლის გვერდებზეც მოთავსებულია უამრავი სურათი, სტატია და სიმღერის ტექსტი.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სურათებისა, დიდი სიმწრით რომ ვაგროვებდი.

ესეც ინტერნეტიდან ამობეჭდილი “სიმდიდრე”. იმ დროს დედაჩემის სამსახურს ვსტუმრობდი ხშირად, რათა იქ ესენი მომეპოვებინა და სახლში წამომეცუხცუხებინა.

ესეც ჟურნალებიდან ამოჭრილი სტატიები. კიდევ ბევრი მაქვს ასეთი.

ეს კი – ინტერნეტიდან ამობეჭდილი სიმღერის ტექსტები. ამ ალბომის უდიდესი ნაწილი ასეთი სულელური ტექსტებით მაქვს გაძეძგილი.

აი, ჩემი ბნელი წარსულიც გამოვიტანე სააშკარაოზე:mrgreen: იმის შემდეგ არავის ფანი არ ვყოფილვარ და იმედია აღარც ვიქნები.

Posted on 10/09/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. ანუ ადრე ემინემის ფანი იყავი, ეხლა თინის?😀

    • ჩემი პოსტების კითხვა ბოლოდან უნდა დაიწყო ხოლმე :)))

      • გავითვალისწინებ მომავლისთვის😀
        ისე ეს უკანასკნელი სიმღერა რომლის ტექსტიდანაც არის სიტყვები:
        “sometimes I think I’m crazy, I’m crazy, oh, so crazy…”
        მართლაც გენიალურია
        ეს დღეები ვერ ვიგდებ თავიდან…
        თან სიმღერას ფონად პიანინო რო მისდევს ძალიან სერიოზულ ეფექტს უქმნის… პახოდუ მაგ სიმღერაში მაგარი ჩესნად უბერავს😀 ძაან მაგარი ტექსტი აქვს!

      • მანდ მართლა მღერის, თან გულწრფელად და თბილად. ცუდი პერიოდი ჰქონდა მაგ დროს, კინაღამ ბავშვი წაართვა ცოლმა და დარდობდა.

  2. ფანობასაც აქვს თავისი განვითარების ეტაპები :დ🙂
    ასე რომ მიდი შეუბერე :დ

  3. me dgemde dzaan miyvars eminem. fani arvar, arc xshirad vusmen, magram vtvli rom erterti sauketeso reperia da ramdenime simgeris text dzaan miyvars, dzaan gulwrfeli da cxovrebiseulia

  4. არ მესმის, ვერ ვიგებ როგორ უნდა იყო ვინმეს ფანი😐
    არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ვიქნები ალბათ:| მითუმეტეს ისეთის ვისაც არ იცნობ

    • არ ვიცი ნათი. ახლა ჩემთვისაც წარმოუდგენელია ეგრე “გაცოფება” ვინმეზე.

  5. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ქაუნთერ სტრაიკი თითქმის არასდროს მითამაშია, ინტერნეტ კაფეში თითქმის არასდროს შევსულვარ და ემინემი ა რ ა ს დ რ ო ს მყვარებია :)))

    • მეეეეეც😀😀 აი არასოდეს გამიკეთებია ეგენი.
      არც დავინტერესებულვარ = ))

  6. ჰაჰა, ემინემს და მაიკლს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ :დ ტოესწ ემინემი სულ ამწარებდა (ოღონდ ეს არ იმჩნევდა ხოლმე :დ ), მაგრამ ბოლოს აღიარა ლეგენდააო და შეეშვა:))))

    ისე მშვენიერი კოლექცია გქონია, არასდროს არ გადააგდო :პ

  7. Zurriuss – სამაგიეროდ კიდევ ერთი სანანებელი დაგემატებოდა.😀

    თინი – ეგ ყველას ამწარებდა :)))) ეგეც მომწონდა მასში, რომ სულ ვიღაცას უშლიდა ნერვებს. ონავარი :)))

  8. arc me aravis fani ar var…….hah 😀 ise eminemis fani mec viyaviii … dedachems bazrobaze avutirdiii kaseta miyidetqooo😀

  9. vaime ra magari koleqciaa🙂 eminemi axlac miyvars..8 wlis asakidan rac daviwye mosmena da gavcherebulvar🙂 amxela kolekcia ara,magram mec maqvs garkveuli ragaceebi🙂 Zalian kargia.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: