მე მიყვარს…

დილით გვიან გაღვიძების ამინდებია. საფიქრალი და კისრის მოსაღრეცი ამინდები. კისერი იმიტომ მეღრიცება, რომ ყოველთვის უკან, წარსულისაკენ ვიყურები. მომავალს მხოლოდ რამდენიმე თვის სიშორეზე ვხედავ, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი. მიყვარს გვიან გაღვიძება და წარსულზე ფიქრი. საერთოდაც, მეუბნებიან უცნაური რამეები გიყვარსო. თქვენ კი ამ სათაურის გამო გეგონათ რამე ისეთს დავწერდი ხო? არა, “ისეთი” რა დამიწერია ოდესმე, რომ ახლა დავწერო? მხოლოდ იმაზე დავწერ, რაც მიყვარს.

მე მიყვარს მზე! სულ ორჯერ მაქვს ნანახი მისი ამოსვლა, რადგან დილით გვიანობამდე მიყვარს ძილი. მზის ჩასვლის ყურებას კი ვერ ვიტან. გულს მიჩუყებს.

მზეზე მეტად მთვარე მიყვარს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია სპეციალურად ჩემთვის ამოდის. თანაც მზისაგან განსხვავებით არავის ეჩრება თვალებში. თუ ცაზე არ აიხედე, ვერც კი შეამჩნევ მის არსებობას. მე მგავს, არ უყვარს ყურადრების მიპყრობა და ჩემსავით ცვალებადია.

მე მარტო ყოფნა მიყვარს. მარტო სეირნობა, ან ოთახში მარტო ჯდომა დიდხანს, დამაყრუებელ სიჩუმეში, საკუთარი ხმაც რომ მავიწყდება.

სიმწვანე მიყვარს. ჩემთვის სიმწვანე სიცოცხლესთან ასოცირდება და ალბათ იმიტომ. როცა ბევრ სიმწვანეს ვხედავ, ყველაზე ცოცხლად ვგრძნობ თავს.

ზაფხული მიყვარს. რატომ? ზაფხული ყველაზე მწვანე და თბილია. სიცოცხლე ყველაზე უკეთესად ამ დროს იგრძნობა.

სიმაღლე მიყვარს. დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი რომელიმე მაღალი შენობის ბოლო სართულზე.

წყალი მიყვარს. არ მინახავს ადამიანი რომელსაც ისე ძალიან უყვარს წყლის სმა, ან თუნდაც მისი ყურება, როგორც მე.

მგზავრობა მიყვარს, როცა არსად მეჩქარება და თან ყურსასმენებით მუსიკას ვუსმენ.

ყველა მიყვარს, ვინც ოდნავ მაინც მგავს და ვისაც ჩემსავით უყვარს ის რაღაცები, რაც მე მიყვარს.

კიდევ ერთი რამე მიყვარს, მაგრამ სადღაც წავიკითხე, მაგ ერთი რამის სიყვარულს დაფარვა სჭირდებაო, ამიტომ არ ვიტყვი🙂 რაც გინდათ ის იფიქრეთ.

Posted on 15/09/2010, in me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. მე შენ მიყვარხარ

  2. @siyvarulovna
    ოოოოო ეგ მე უნდა დამეწერა :@😀 🙄

  3. siyvarulovna Kate_AlukaЯD მეც მიყვარხართ :* :*

  4. ეგ ბოლო მე მეხებოდა ხო? : D

  5. magari meocnebe adamiani shtabechdileba mrcheba da tan kide piqri uyvars sul piqrobs piqrobs piqrobs.piqri xom yvelaze didi unaria rac gmertma adamians mianicha🙂 me mgonia rom shen cxovrebashi did warmatebas miaxwev ubralod mag piqrebs gza mieci.

    • გმადლობ რჩევისათვის და ყველა იმ კომენტარისათვის, რომელიც დამიტოვე🙂

  1. Pingback: რაღაცნაირი ბლოგერები და მათი დახასიათება | for me, for you

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: