ასრულებული უდაბნო (ანუ ბოდიალი პოსტი)

ახლა წესით პოსტს უნდა ვწერდე. ასეც ვიქცევი. თუმცა არ ვიცი როგორ დავწერო. არადა დღეს ბლოგერების კიდევ ერთ ექსკურსიაზე ვიყავი. უკვე მესამედ. არადა პირველად რომ წავედი, მეგონა ასე აღარასოდეს მოვიქცეოდი.

ბოლოდან დავიწყებ მოყოლას, თორემ ისე ვარ დაღლილი,  აღარ ვიცი რა დავწერო. ხვალისთვის თუ გადავდე, ესეიგი  საერთოდ ვეღარ დავწერ. მოკლედ ასე:

დავბრუნდი სახლში. დედაჩემმა მაშინვე თავისებურად შემომხედა. ეს რა ფერი გადევს, საჭმელი არ გიჭამიაო? გამიბრაზდა და დამიწყო ლექციის კითხვა იმის შესახებ, თუ რაოდენ საჭიროა კვება ადამიანისათვის. თანაც შემახსენა რომ ხვალ სწავლა იწყება, ვითომ ძალიან მიხაროდეს. ესე იგი ხვალიდან ნორმალური ადამიანივით მომიწევს ცხოვრება.

მანამდე კი ვმგზავრობდი. სახლისაკენ მოვდიოდი, სასტიკად დაღლილი. მანამდე ბლოგერებს დავემშვიდობე, რადგან დავითგარეჯიდან თბილისში დავბრუნდით. იმდენი ვიძახე უდაბნოში მინდა მეთქი, მაინც ამისრულდა. ძალიან რაღაცნარი ექსკურსია იყო. ამდენი ბოლოს როდის ვიარე, აღარც მახსოვს. ძალიან საინტერესო იყო. არ ვნანობ, რომ დედაჩემის მიერ შემოთავაზებულ ქრთამებზე უარი ვთქვი, ოღონდ იმიტომ არა, რომ ვიცი მაინც მიყიდის, რასაც მპირდებოდა :)))

მგონი სულ არ უნდა დამეწყო ამ პოსტის წერა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ის ბილიკი, რომელზეც ვიარეთ, არც ისე საშიში მეჩვენება ახლა. დიდი რამე ხვლიკები, კალიები და აღამრთი. მერე რა, რომ ნაჭამიც არაფერი მქონდა, თანაც ცხვირით სუნთქვასთან პრობლემები მაქვს და სულ იმაზე ვიცნებობდი, ნეტავ გული არ წამივიდეს-მეთქი :)))

ვეღარ ვწერ მეტს. ხვალ “იქ” ვარ წასასვლელი. ნეტავ წავალ თუ ბოლო მომენტში ვიტყვი, რომ სულაც არ არის აუცილებელი პირველივე დღეს  დავერჭო მაღლივში? თანაც ვიცი რომ საქმე მაინც არაფერი მექნება.

ესეც რამდენიმე ფოტო.

Posted on 19/09/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. cota ufro bevri rom dagewera uketesi iqneboda😛, mshishara xar

  2. მეც მიხარია რომ იქ იყავი :* ძალიან ძალიან :*

  3. კალიები და ხოჭოები და ხვლიკები და აღმართი და სიცხე და ძშიმშილი ვერ მოგერეოდა. მე ხომ იქ ვიყავი მარ :*

  4. me am fotoebze uketesebic vici😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: