“დადებითი გამვლელი”

სასაცილოა, როცა დილას იწყებ ფიქრით “ოჰ, შევივლიდი ახლა საჯარო რეესტრში…”, თან ღამე ნორმალურად არ გეძინა და დილით ადრე უნივერსიტეტში ხარ წასასვლელი. გზაში 1 საათი გჭირდება, ტელეფონის დამტენი გაფუჭებულია და მუსიკას ვერ უსმენ. ხომ მართლა სასაცილოა? აი, ისე ხარ გაბრაზებული, რომ მზად ხარ საკუთარ თავსაც დასცინო…
“არაფერს არ უფრთხილდები” – დედაჩემი ისევ მე მადანაშაულებს. ვითომ 4 წელი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ტელეფონის დამტენი გადაიწვას. მე არაფერს ვპასუხობ. ყოველთვის ვცდილობ არ შევეპასუხო როცა მეჩხუბება. თუ კარგ ხასიათზე  ვარ, ვეხუმრები ხოლმე და ვცდილობ ასე გავაცინო. საერთოდაც, მგონი ვეღარ მიტანს. ხან რაღაცას მიკრძალავს, ან შენიშვნას მაძლევს, ან ცდილობს რამე დამაჯეროს. ვიცი რომ ზოგჯერ ცუდად ვიქცევი, ბევრს ვზარმაცობ და უნივერსიტეტსაც ვაცდენ. თავს არც ვიმართლებ, უბრალოდ ახლა სხვანაირად არ შემიძლია.  ის კი იმის მაგივრად რომ დამეხმაროს, დგას და მეჩხუბება, იძულებულს გამხდის ტყუილები ვუთხრა. “დე, ოღონდ შენ არა, შენ ხომ მაინც მიცნობ. შენ თუ არა, აბა ვინ გამიგებს…” –  ამის თქმა სულ მინდა, მაგრამ ვერ ვეუბნები, იფიქრებს რომ ვაფერისტობ რაღაცას. მოკლედ, პრობლემები მაქვს და შარზე ვარ!
აი ასე გაბოროტებული გავემართე უნივერსიტეტისაკენ.  თან პირობას ვდებდი, (ჩემს თავთან) რომ ოთხივე ლექციას დავესწრებოდი. არ მინდოდა დამეგვიანა, პირველი ორი სემინარი “ფინანსურ აღრიცხვაში” მქონდა. საგანს ვერ ვიტან, მაგრამ მაინც კარგად ვსწავლობ, რადგან ლექტორი მყავს კარგი. მას რომ ვხედავ, ვრწმუნდები, რომ ლექტორიც ადამიანია და რომ ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ადამიანობა.
ადრე მიმიწია მისვლა. ნაცნობი ვერავინ ვნახე და მარტო დავჯექი ფოიეში. გარშემო ხალხი ირეოდა, როგორც ყოველთვის. მხოლოდ ერთი გოგო იდგა რაღაც უცნაურად. “ჰაჰ, პირველკურსელი ხერხემალმოცახცახე” – გავიფიქრე. გულში ბოროტულად  გამეცინა. ის ბავშვი კი ისე საცოდავად იდგა, დიდხანს ვეღარ გამიძლო ჩემმა ბოროტებამ და გადავწყვიტე მივსულიყავი. მართლაც პირველკურსელი აღმოჩნდა. არც ცხრილი იცოდა, არც  არაფერი. დაკარგული ბავშვივით იდგა. მეც თავისუფალი 40 წუთი მქონდა რომ რამდენიმე მაღლივური ოინი მესწავლებინა მისთვის. ბოლოს თავისი ცხრილიც ამოვაწერინე და აუდიტორიამდეც მივაცილე, სადაც ლექცია უნდა ჰქონოდა. სახელის კითხვა კი დამავიწყდა და ჩემი სახელის თქმაც ვერ მოვიფიქრე. არაუშავს, იმედია კიდევ სადმე შემხვდება.
უიმე, რამდენი მიწერია. ხო, კიდევ უკან დაბრუნების დროს მოხუც ქალს დავეხმარე გზაზე გადასვლაში, რომელმაც მადლიერების ნიშნად კინაღამ რაღაც სექტანტური წიგნი შემომაჩეჩა.  :|
წავედი ახლა, ვინმე უნდა გავამწარო.

Posted on 22/09/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. კეთილი გოგო :)))

    მე შენ ადგილას ლიფტში გავჭედავდი

    • ნეტა რისი გამჭედი ხარ :))))
      არა, ვაითუ კლაუსტროფობია თუ რაღაც ჯანდაბა ჰქონოდა?

  2. Veko livtshi shen ar shedixar da eg rogor unda gagecheda?
    Xo da mar dedashens rac sheexeba albat gadauvlis an sul egre iqneba da shens adgilze yopnas ar visurvebdi:((
    me chems unishi ise gavshinaurdi boroti zraxvebis meore kurseli verapers damaklebs

  3. ნათ, მეორე კურსელი ვერ, აი მესამეკურსელზე თუ გიფიქრია😛

    მარი, არ ხარ შენ ცუდი ადამიანი, და ბოროტებას და გამწარებას შეეშვი.🙂

  4. ox, nametani giborotia :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: