რასა ვიქმნ (ანუ ახალი თავის ტკივილი)

ყოველთვის როცა სწავლა იწყება, წერის “მუღამზე” მოვდივარ. ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრი ემოცია თუ საფიქრალი მიგროვდება და არ ვიცი სად ამოვაფრქვიო. ხოდა ჩემი მწვანე ბლოგიც აქ მელოდება და ყოველთვის მზად არის ჩემი ბოდვები შეინახოს თავის ფურცლებზე.
ქუსლიან ფეხსაცმელებს ისევ შევეგუე. ეს ყველაზე მარტივი და ნებაყოფლობითი ტანჯვაა, რაც სწავლის დაწყებასთან ასოცირდება. მეგობრებიც ისევ ვნახე, ჩემს ციყვს (თიკოს) რომ ჩავეხუტე, ძლივს გამომწიწკნეს ხელიდან, 1 საათი ეიფორიაში ვიყავი, ყველას უამრავ კითხვას ვუსვამდი, ვიგრძენი რომ ძალიან მომნატრებიან  და ძალიან მყვარებია ყველა.
მერე ისევ დაიწყო ლექციები. ვცდილობ კეთილსინდისიერად დავესწრო ყველას, მაგრამ  თუ ვგრძნობ რომ ხასიათზე ვერ ვარ, მაშინვე გავრბივარ. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მოდულად მაკროეკონომიკას ავირჩევ. დედაჩემი უკვე აღარ მეწინაარმდეგება, რადგან გამოვუცხადე, რომ მეზიზღება ფინანსების სფერო და არ ვაპირებ მთელი ცხოვრება ფულის მთვლელის მოვალეობის შესრულებას. ასე რომ ფინანსისტობა აღარ მემუქრება🙂 სამაგიეროდ ურთულესი საგნები მექნება სასწავლი, ნერვები მექნება დასაწიწიწკნი. თანაც ეკონომეტრიკა მაქვს ხარისხიანად გასავლელი. ჩემს სპეციალობაში ძალიან საჭირო საგანია. მათემატიკას, ალბათობას და სტატისტიკას მოიცავს. თუ გავითვალისწინებ იმას, რომ წინა სემესტრში ალბათობა კინაღამ 95% ალბათობით შემეტენა და მხოლოდ იმ 5%-ის იმედით ავიღე სანატრელი 20 ქულა, ესეიგი ეკონომეტრიკაც მაგარი ხათაბალა რამე უნდა იყოს. ეგ არაფერი, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი (ანუ მე):mrgreen:
ხო, კიდევ ინგლისური 20 კრედიტიანი გამხდარა🙂 მგონი მოვახერხებ ყველაფრის ანაზღაურებას, რაც ეროვნული გამოცდების შემდეგ დამავიწყდა. თანაც საერთაშორისო ბიზნესსაც ინგლისური წიგნიდან ვსწავლობთ და მომიწევს ენის გატეხვა.  დღეს საერთაშორისო ბიზნესის ლექტორმა გაცნობითი ხასიათის ლექცია ჩაატარა. ყველას გამოგვკითხა ჩვენი “ხუშტურები”. როგორც აღმოჩნდა, მთელი ჯგუფიდან თავისუფალ დროს მხოლოდ მე მიყვარს ინტერნეტში ძრომიალი და სეირნობა. სხვები ყველანი სხედან და წიგნების კითხვაში ასწორებენ 24 საათს. ნეტავ ის უფრო ძნელი დასაჯერებელია, რომ მე ვარ ჯგუფში ერთადერთი ზარმაცი, თუ ის, რომ ჩემ გარდა ყველა იტყუება?:mrgreen:
ხოდა ესეც კიდევ ერთი “ბოდიალიპოსტი” და ესეც  მაღლივის ტუალეტში “დამონტაჟებული თაიგული”.

Posted on 23/09/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. ვერ ვიტან ასე გულით რომ იტყუებიან ხოლმე😐
    მეც ერთადერთი ავღმოჩნდი ჯგუფში რომელიც სკოლაში არ სწავლობდა ბოლო 2 წელი და რომელსაც ინტერნეტი ყველაფერს ერჩია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: