უნდა გამოვსწორდე!

უკვე მერამდენედ ვწერ ასეთ პოსტს. პრობლემების მხრივ ყოველთვის დიდი მრავალფეროვნებით გამოვირჩევი. ძირითადად ეს პრობლემები სიზარმაცის გამო მიჩნდება და მერე მეწყება თვითგვემა, ნერვების წიწკვნა, ბოლოს აზრზე მოსვლა და გაფუჭებული საქმეების გამოსწორებაზე ფიქრი.
მოკლედ, დღეს გადავყვიტე გამოვსწორდე და ხელი ავიღო ჩემს ხუშტურებზე. ყველაზე თუ ვერა, ყველაზე სულელურებზე მაინც. სასწრაფოდ უნდა შევასრულო შემდეგი პუნქტები:
  • უნდა ვისწავლო ლექციებზე ყურადღებით ჯდომა.
  • ინგლისურის ლექტორს ჩემთვის არაფერი დაუშავებია, ასე რომ კეთილი უნდა ვინებო და შევიდე ხოლმე მის სემინარებზე.
  • უნდა მოვეშვა ქალაქში მარტო სიარულს, რაც არ უნდა უსაქმურობის შეგრძნება მქონდეს, თორემ ერთხელაც მართლა გამიტანს მანქანა და ეგ იქნება.
  • ტელეფონს უნდა ვუპასუხო ხოლმე. იქნებ ვინ რეკავს?:mrgreen:
  • სათვალე უნდა შევაკეთო. მერე რა რომ არ მიხდება, მთავარია რომ საჭიროა.
  • შავი ტანსაცმელით სიარულს უნდა მოვეშვა. მაინც ვერ ასრულებს უჩინმაჩინის მოსასხამის ფუნქციას.😛
  • დღეში მინიმუმ 2 საათი უნდა ვიმეცადინო.
  • კომპთან ჯდომაზე ლიმიტი უნდა დავიწესო.
  • ჩემი ქართულის მასწავლებელს უნდა ვესტუმრო. ის ყოველთვის აზრიან რჩევებს მაძლევს და ჭკუას მარიგებს, თან ისე, რომ არაფერზე მტუქსავს.
  • უნდა შევეშვა საკვების უარყოფას. დღეში ორჯერ ჭამა ღორობა სულაც არ არის (ვითომ მჯერა).
  • ყბა-სახის ქირურგს უნდა მივაკითხო, თორემ ეს სიბრძნის კბილი რაღაცას გამიჩალიჩებს.
  • ბლოგზე უნდა მოვერიდო ყველა იმ იდიოტობის დაწერას, რაც თავში დამარტყამს.
ესეც ასე. იმედია რამენაირად შევძლებ ამ ყველაფრის შესრულებას. თუ ვერა – მომიწევს ყველაფერი ჩემს თავს დავაბრალო.

Posted on 25/09/2010, in me, myself, I. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. რამდენჯერ დავწერე მეც მსგავსი პოსტი, უკვე ვეღარ ვითვლი😀

    ერთად გამოვსწორდეთ!
    Yes, We Can! : )

  2. “ტელეფონს უნდა ვუპასუხო ხოლმე. იქნებ ვინ რეკავს? ” -ვაიმე ნეტავი სად დევს ჩემი ტელეფონი :შ ამ წამს გამახსენდა რომ მაქვს მართლა (

  3. Leqciebi da a.sh gasagebia
    magram,ras erchi komps da qalaqshi marto siaruls?mere el.depostan ert sayvarel adgils (xids) ganaxeb…me miyvars❤ da xshirad vstumrob xolme

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: