სად არის მთვარე?

“მთვარე ჩემია!” – რამდენჯერ მითქვამს ბავშვობაში, როცა მიმტკიცებდნენ, რომ ის დედამიწის გარშემო მოძრავი თანამგზავრი იყო. არა, მაინც მჯეროდა რომ მთვარე სპეციალურად ჩემთვის ამოდიოდა და ზოგჯერ, როცა ცუდად ვიქცეოდი, მებუტებოდა და მემალებოდა. ჩემი იყო მთვარე, ჩვენ ვმეგობრობდით. როცა დავდიოდი, მეჩვენებოდა, რომ ისიც ჩემთან ერთად მოძრაობდა. სანამ მხედველობას არ ვუჩიოდი, ისიც კი მეჩვენებოდა, რომ მთვარეს თვალები, ცხვირი და პირი ჰქონდა. მოკლედ, მთვარე და მე განუყრელი მეგობრები ვიყავით. მე ყოველთვის მასთან ერთად ვფიქრობდი. გამოჩნდებოდა თუ არა, მაშინვე მივაშტერდებოდი და დავიწყებდი ფიქრს. მასთან ერთად ადვილად მეფიქრებოდა. ჩვენ ხომ კარგად გვესმოდა ერთმანეთის. სულ მეგონა რომ ვგავდით. თურმე მართლა ვგავართ, ცვალებადი ხასიათებით. თანაც ზოგჯერ მასაც უყვარს დამალვა.

ახლა ვერ ვხედავ, მეორე დღეა აღარ დამინახავს. ალბათ იმიტომ იმალება, რომ იცის არ მცალია ვიჯდე და მასთან ერთად ვიფიქრო. თუმცა ისიც იცის, რომ მისთვის ყოველთვის შემიძლია მოვიცალო. თუ მომენატრება, ყველაზე მაღალ მთაზე ავალ და მიანც დავინახავ.

გამოჩნდი, მთვარევ, თორემ უკვე ძალიან ბნელა.

Posted on 29/09/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. მთვარევ ამოდი ამოდი
    ნუ ეფარები ღრუბელსა
    დარდა რინმარი… (ვეღარ ვაგრძელებ)

    ხო და…
    რომ დავწვები ხოლმე და აივნის კარი თუ ღია მაქვს ყოველთვის ჩანს მთვარე და თითქმის მასთან ერთად ვიძინებ ხოლმე…
    არ გეცილები მთვარის სიყვარულში… მაგრამ მიყვარს მეც❤
    განსაკუტრებით სოფელში… ღამე, მინდორზე სულ მარტო, ულაღმა მწოლიარე და ზედ რომ მთვარე დაგყურებს გინდა ახალი გინდა სავსე…
    წამო რა ერთხელ ჩემს სოფელში

  2. მთელი ზაფხული სოფელში აივანზე ვიწექი ხოლმე და ძილის წინ ხის ტოტებში გაბლანდული მთვარით ვტკბებოდი : ))

  3. me megona chemsavit aravis uyvarda mtvare. radgan masea, shentvis damitmia🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: