მარი პოპინსი (ანუ მიხედე ბავშვს)

ბავშვები – ყველაზე კეთილი და საყვარელი არსებები მსოფლიოში. შეუძლებელია არ გიყვარდეს ისინი, თუ ნორმალური ხარ. სხვა საქმეა თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს მათთან.
ვზივარ კომპიუტერთან, უსაქმოდ. მუსიკა მაქვს ჩართული, დაბალ ხმაზე. მხოლოდ ერთი რამ მაწუხებს, ბავშვის ტირილის ხმა მესმის, უკვე 2 საათია. ტირილი ხან კივილში გადადის. ეს უკვე ისტერიკაა. გავედი სახლიდან, 2 სართული ჩავირბინე და კარზე დავაკაკუნე. ტანჯული და უაღრესად გაბრაზებული სახე მომესალმა. ისევ იგივე პრობლემა – ბაბის ვერ აჩუმებენ.
ბაბის სინამდვილეში ბარბარე ჰქვია, ბარბარობის დღეს არის დაბადებული, მალე 4 წლის ხდება. ბაბი ლამაზია, ბუთქუნა ლოყები აქვს, გაბუტული ტუჩები და მწვანე, მუდამ ცრემლიანი თვალები. უკვე 6 თვეა ბაბის პატარა ძამიკო შეეძინა. მას შემდეგ ხშირად გამოდის ტირილის ხმა მისი სახლიდან.
– ხომ მშვიდობაა? – ვეკითხები ეკას (ბაბის დედას), თუმცა ისედაც ვიცი რა ხდება. ბაბი ისევ ჯიუტობს. საჭმელს ვერ აჭმევენ, ვერ აჩუმებენ, ვერ აძინებენ… დედამისს უჭირს ორივე ბავშვის მიხედვა. ალბათ ძალიან ძნელია, როცა ერთ-ერთი ბავშვი მთელი დღე იმხელა ხმაზე გაჰკივის, რომ მეორეს არ აძინებს. ბაბის ოთახი სათამაშოებით არის სავსე, არაფერი აკლია. მშობლები ანებივრებენ, როგორც შეუძლიათ. ბაბი მაინც ჭირვეულობს.
ბოლოს დედამისს შევთავაზე, ცოტა ხნით წავიყვან, სანამ მეორეს დააძინებ-მეთქი. თავიდან უარი მითხრა, ნერვებს მოგიშლის და მეშინია მეექვსე სართულიდან არ გადააგდოო. ბოლოს მაინც დამთანხმდა. ბაბის ხელში აყვანა დავუპირე, მაგრამ აფართხალდა. რას ვიზამდი, შევეშვი და ხელჩაკიდებული წამოვიყვანე. ჯერ ჩუმად არის. თვალებში ვუყურებ და მეშინია არ ამიკივლდეს, თორემ მეც ტირილს დავიწყებ. მერე ჩემი სახლი ერთად დავათვალიერეთ.  ფრთხილად ვარ, არ მინდა რამე შემეშალოს. – ბაბი, გინდა დამალობანა ვითამაშოთ? – ამ კითხვამ გაჭრა. ბავშვს გაუხარდა და გამიღიმა.
მთელი 4 საათი მე და ბაბი ხან მგელი და კრავი ვიყავით, ხან ტომი და ჯერი, ხან დედა და შვილი, ოღონდ დედა ბაბი იყო😀 ინტერნეტიდან საბავშვო ფილმები გადმოვუწერე. ნახევარი საათი ჩემს მწვანე სკამზე იყო მოკალათებული და “101 დალმატინელს” უყურებდა. მერე ვეღარ მოისვენა და ისევ თამაში დაიწყო. ოღონდ უკვე მარტო თამაშობდა, თან მე მიყურებდა, აინტერესებდა ვაქცევდი თუ არა ყურადღებას.
ახლა ბაბი მხოლოდ მაშინ ჭამს საჭმელს, თუ შეპირდებიან, რომ მე მივაკითხავ და წამოვიყვან. რამდენჯერმე მართლაც წამოვიყვანე. მიხარია როცა იცინის და არ ტირის. მიკვირს თავის მშობლებს რატომ ვერ ეგუება ან თავის პატარა ძამიკოს რას ერჩის. ვიცი, რომ ბაბი კეთილია და კარგი ადამიანი გაიზრდება. მალე ეს ამბები ალბათ აღარ ემახსოვრება, მაგრამ მე მაინც  აქ ვიქნები ყოველთვის, როცა ტირილს დააპირებს.

Posted on 01/10/2010, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა and tagged . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. გენაცვალე, ბოლოს დამიარა : ))

    შენ ყოველთვის მის გვერდით იქნები როცა ღამე კლუბში წასასვლელად მოტმასნილი ტყავის შარვლით გამოიპარება ხო?😀 ან დაიცავ როცა სადარბაზოში მშობლები ვიღაც ბიჭთან წაასწრებენ .

    მე მაპატიე, დავარღვიე პოსტის იდილია. შენ კი კარგი გოგო ხარ : )

  2. ეჭვიანობს ალბათ.. ხშირად იციან ასე პატარებმა, გაუთვითცნობიერებლად ეჭვიანობენ პატარა ძმაზე ან დაიკოზე….

    რა თბილი პოსტია :*

  3. გადავირიე)))) ძალიან კარგი დედა იქნები)))

  4. მართლაც თბილი პოსტია,ბავშვებმა იციან ხოლმე ასე…ეჭვიანობენ, როცა ოჯახში მეორე პატარა ჩნდება..მაგრამ მალე გადაუვლის ღმერთით…კარგია,რომ მასთან ხარ ,კარგი ადამიანი ჩანხარ :* :* :*

  5. გმადლობთ🙂

  6. ვგიჟდები ბავშვებზე!
    შემიძლია წამებში ზუსტად მათნაირი გავხდე და როგორც ტოლს ისე ვეთამაშო ხოლმე.
    არ შემიძლია, ვერ ავიტან პატარის ტირილს😐

    • მე მხოლოდ შემიძლია ვეთამაშო მათ. სხვანაირად ვერ გამოვხატავ სიყვარულს. თუ ბავშვი მტირალა არ არის, ვაწვალებ ხოლმე, დავარბენინებ აქეთ-იქით:mrgreen: თუ არა და უბრალოდ ვუღიმი.

  7. მარი ძალიან თბილი ხარ გეტყობა, ასე რომ არ იყოს ბავშვები არ გეყვარებოდა🙂

    ისე დედამისისაც მესმის, ხანდახან ისე ჭკუიდან გადავყავარ ხოლმე ჩემებს რომ არ ვიცი რა ვქნა😉

  8. ჩემო ულამაზესო მარი იცი ეხლა წავიკითხე🙂 ძალიან მომეწონა მაგრამ იცი რა ხდება მეც მყავს პატარა და ვიცი ზუსტად რატომაც ტირის პატარა ბაბი და ყველაფერი მოკლედ რაც ხდება, შენთან იმიტომ არ იტირა რომ შენ მოეწონე, ეთამაშე , გაართა და ყველაფერი შეუსრულა ანუ სრული თავისუფლება მიეცი, ხშირად დედებს ამისთვის არ გვცალია, ბევრი საქმე და საზრუნავი გვაქვს რომელიც ისევ ჩვენი შვილის ირგვლი ტრიალებს, იმათ კი სულ ყურადღება და თამაში უნდათ , ჩვენ კი ამისთვის დრო არ გაქვს და აი ამ დროს ბავშვი იწყევს საშინელ ჭირვეულობას რომ დედის ყურადღება მიიპყროს, სულ ეს იყო🙂 ძალიან ძალიან მაგარი ხარ

  1. Pingback: ბავშვი, რომელიც ტირის | Something Stupid

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: