ინერციის სეზონი

საოცარი რამ არის ინერცია. ბოლო დროს ხშიარდ ვფიქრობ მასზე. ერთხელ, უსაქმური ფიქრისას ისიც კი მომაფიქრდა, რომ დედამიწას ახლა უკვე ინერცია ატრიალებს. აი თურმე რის იმედად დავდივართ ასე არხეინად. თუმცა რაღა არხეინად? ასეთ რამეებზე ფიქრს რომ დაიწყებ, ესეიგი რაღაც კარგად ვერ არის. არა,  სიკვდილის მოახლოებას არ ვგრძნობ, ასე ადვილად ვერ მომიშორებთ.😛

როცა ამ პოსტს ვწერდი, აივანის მოაჯირზე ვიჯექი, ირგვლივ ყველაფერი მწვანე იყო, ცოცხალი და მოძრავი. დღეს კი ყველაფერს მხოლოდ ინერცია ამოძრავებს. კომაში ჩავარდნილ ადამიანს მაგონებს გარემო. ყვითელი, ინერციით მოძრავი სიცოცხლე… ოხ, როგორ მიჭირს შეგუება, თუმცა იმ პოსტში ხომ უკვე ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა.  ახლა აივანზე ცივა. თბილ ტანსაცმელს მაინც არ ვიცვამ, ჯერ არ ვიყინები, ისევ ინერციის წყალობით. ცივი ჰაერი გონებას მიწვავს და ისევ ინერციაა რომ ფიქრის საშუალებას მაძლევს.

ხოდა აქვე აღიარებებიც: შემოდგომა მაიძულებს მშურდეს განამფრენი ფრინველების, რადგან ისინი ახლა თბილ ქვეყნებში არიან და სიმწვანაში დანავარდობენ. მალე ზამთარი მოვა და მაიძულებს დათვების შემშურდეს, რადგან მათ ამ დროს სძინავთ და არ აწუხებთ საზიზღარი სიცივე.

აი ასეთი ოხერია შური, ასე ყოვლისშემძლეა ინერცია და ასეთი აუტანელი ვარ მე, როცა სიმწვანეს ვერ ვხედავ.

Posted on 03/10/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. Chems sopelshi iseti simwvanea suratebs rom gachveneb chemic shegshurdeba.
    Gazapxulze rom axali bibina da xasxasa mwvane balaxi rom aris egeti iyo sustad.eseti balaxi dvaltashi jeq ar minaxavs.
    Male mova gazapxuli,isev amwvandeba,isev kai xasiatze iqnebi:P

  2. ინერცია მატრიალებს მეც?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: