პოსტთშემნახავი საწყობი (ანუ რა ხდება დრაფტებში)

რევაზმა დამტაგა დრაფტების პოსტზე, ესეიგი გამოდის, რომ რაც აქამდე პოსტები მიწერია და დრაფტებში მიტენია, ყველაფერი სააშკარაოზე უნდა გამოვიტანო? არამც და არამც. დრაფტებში მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა ძალიან ვარ შეწუხებული და მინდა ჩემი აზრები სადმე ამოვთქვა. სხვებს არ ვაიძულებ რომ წაიკითხონ, თუმცა რამდენიმე დრაფტში მაინც ჩაგაჭყიტებთ.

1. “ვითომბლოგერი” – პოსტი დავწერე, როცა ჯერ კიდევ ვფიქრობდი ბლოგერობას ხომ არ მოვეშვა-მეთქი.

“…ვწერ ყველაფერს, რაც თავს გადამხდენია. არ მაინტერესებს რამდენი ადამიანი წაიკითხავს.  არანაირი ‘მარკეტინგული გათვლები’ და ეშმაკობები არ მახასიათებს, არ ვიყენებ ‘მასაზე გათვლილ’ ტეგებს, რათა ბევრი შემთვევითი ვიზიტორი მივიზიდო. (მეტი საქმე არ მაქვს)

და რა ბლოგერი მქვია ახლა მე, როცა არ ვუკვირდები რას ვწერ, რადგან თუ კარგად დავფიქრდი, მერე შეიძლება სულ აღარ დავწერო ის პოსტი….”

2. რა გჭირს? (ანუ ჩამიძვერი სულში) – პოსტი, რომელშიც ნერვები მეშლებოდა, როცა ჩემს პრობლემებში ცხვირს ყოფდნენ.

“არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ ოდესმე ეს პოსტი გამოვაქვეყნო. ახლა უბრალოდ მეწერინება და ჩემთვის ვწერ…

…მგონია, რომ სპეციალურად არა მარტო მის, არამედ ყველა მწუხარე ადამაინის გასამხიარულებლად დავდივარ ამ ქვეყანაზე. რა ვქნა, არ შემიძლია მოწყენილი სახეების ყურება. ყველაფერს ვიზამ მის გასაცინებლად.

და ამის მერე ხდება რა. შემთხვევით შემამჩნია მოღუშული მყოფი. მაქვს მიზეზი, მაგრამ არ მიყვარს მასეთებზე ლაპარაკი. მოდის და მაცივდება. რა გჭირს? რა გჭირს? რატომ ხარ ეგრე? ნუ ხარ ეგრე რა.. აუ რა მოგივიდააა..

ამას აქვს აზრი? რატომ მაჭერ მაზოლზე წილხს? თუ გადარდებს ჩემი განწყობა, დადექი და გამომისწორე, თუ არადა რატომ მაიძულებ მტკივნეულ თემებზე ლაპარაკს? აი ამიტომ მინდება ასეთ დროს უჩინმაჩინის მოსასხამის შოვნა, ან სადმე გადაკარგვა, სადაც არავინ არაფერს მკითხავს და ისე შეეცდება დამეხმაროს. მეეჭვება აზრი ჰქონდეს რამეს, მაგრამ ხომ გამეცინება მაინც?…”

შემდეგი დრაფტების მხოლოდ სათაურებს დავწერ.

“Keep Walking”, “ამბიცია და იმის იქით”, “ჩემნაირები” და “ონლაინ შოპინგი”.

ვტაგავ კნუტს.

Posted on 03/10/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. wow : ) pretty good..

  2. სავსე მაქვს დრაფტები😐

  3. Auf me ro draftebshi mxolod 2 drafti maqvs:(
    ar miyvars shenaxva,egreve vaqveyneb xolme.
    Da eseni rato ar gamoaqveyne?meore gansakutrebit momewona

    • უარყოფითი განწყობით ვწერდი ძალიან და ვერიდები მასეთი რამეების დაპოსტვას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: