“რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერი?”

“რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერი?” – რას იზამდით ოდესმე საკუთარი ბავშვობა რომ გამოგცხადებოდათ და ეს ეკითხა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბავშვობაში ნამდვილად მიყვარდა მსგავსი შეკითხვების დასმა, ალბათ ძალიან მეწყინებოდა თუ გავიგებდი, რომ პასუხი 19 წლის ასაკშიც არ მეცოდინებოდა.

არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ ზოგჯერ რაღაც ფილმების ზეგავლენის ქვეშ ვექცევი. ახლახანს კი ერთ, ძალიან საყვარელ ფილმს ვუყურე. თუ გაინტერესებთ, აგერ ლინკიც “The kid”.

წარმოიდგინეთ, ერთხელაც ბრუნდებით სახლში და ხედავთ სავარძელში მოკალათებულ ბავშვს, რომელიც “Ed, Edd and Eddy-ს უყურებს. მერე კი ხვდებით, რომ ეს ბავშვი თვენ ხართ, ოღონდ რამდენიმე წლის წინ. მაინტერესებს, როგორი რეაქცია გექნებოდათ? ალბათ ყველას სხვადასხვაგვარი.  მე კი ალბათ მაშინვე ვიცნობდი საკუთარ ბავშვობას და გამიხადრებოდა მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა.

გამიხარდებოდა და თან შემეშინდებოდა, იმიტომ, რომ არ ვიცი ისეთი ვარ თუ არა, როგორიც იმ ბავშვს წარმოუდგენია თავისი თავი, 19 წლის ასაკში. სულ არ მახსოვს როგორი მინდოდა ვყოფილიყავი, როცა გავიზრდებოდი, იმიტომ რომ მომავალზე ხშირად არ ვფიქრობდი. არც დიდობაზე ვოცნებობდი, ჩემი თანატოლებივით. ახლა კი შემეშინდებოდა, ვაითუ ჩემს უმცროს ორეულს ეკითხა, რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერიო? მე ვერაფერს ვუპასუხებდი და ისიც გაბრაზებული იტყოდა, “ესე იგი იმისთვის ვიზრდები, რომ გამოვიდე ადამიანი, რომელმაც არაფერი არ იცის და რომელსაც ძაღლი არ ჰყავს…”😀 ოჰ, როგორ მინდა მახსოვდეს, რაზე ვოცნებობდი ბავშვობაში… სამწუხაროდ 8 წლის მარი ვერ გამომეცხადება, ვერ შემახსენებს და ერთს კარად ვერ შემომილაწუნებს, რადგან ეს მხოლოდ რალობაა..

Posted on 04/10/2010, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა, Movies and tagged , , , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. კირჩხიბი ხარ გოგო შენაცა?🙂

  2. mec kirchxibi var🙂

  3. მაგარი გამოცდილება იქნებოდა პატარა მეს ნახვა… გამახსენდებოდა რაზე ვოცნებობდი და შევიტყობდი როდის ავცდი მათ გზიდან…

    შანსი იქნებოდა გამოსწორებისა.😦 ეჰ…

    მთვარე კი იმიტომ არის ხანდახან ნარინჯისფერი, რომ მზის სხივებს ირეკლავს სხვა სპექტრში, ვიდრე ჩვეულებრივ ირეკლავს ხოლმე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: