120აციობანა

უიდეობის, უაზრობისა და ძალით უსაქმურობის ჟამს, ახალი რაღაც წამოვიწყე. რამდენიმე დღის წინ, დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა სკაიპში მომწერა “ici gushin chemi jgufeli Epica-s usmenda da shen gamaxsendi”. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ შარშან, მთელი ერთი თვე,  “Triumph of defeat” მქონდა ამოჩემებული და ყველას თავს ვახვევდი. ჰოდა ამ მუსიკამ ამ ადამიანში ჩემი ასოციაცია გამოიწვია. თუ პირიქით უნდა მეთქვა?.. ნუ, როგორც არის.

ამის შემდეგ დავინტერესდი თუ ვისში რის ასოციაციას ვიწვევდი, ან ვის რაზე ვახსენდებოდი და ვითომ მეტი საქმე არ მქონდეს, დავიწყე გამოკითხვის ჩატარება.

რაზე ვახსენდები მე ადამიანებს?

  • 135 ნომერი სამარშუტო ტაქსი. – თურმე რომ დაინახავს, სულ ჰგონია რომ იქ ვზივარ :)))
  • “ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი” – ამ ადამიანს იძულების წესით ვაყურებინებდი ამ ფილმს და ახლა რომ ხედავს, სულ მე ვახსენდები.
  • Chris Spreeris – The gathering. – იმიტომ, რომ ჩემი ბლოგიდან გადაიწერა ეს მუსიკა.
  • სავარცხელი. – ეს ადამიანი ძალიან ხშირად მხედავდა სავარცხლით ხელში.
  • საჯარო რეესტრი. – ოღონდ იმიტომ კი არა, რომ გაბრაზებულზე ყოველთვის საჯარო რეესტრში წასვლით ვიმუქრები. უბრალოდ ეს ადამიანი იქ გავიცანი, 3 წლის წინ😀
  • გირჩი. – ვერაფრით მივხვდებოდი რატომ, მაგრამ თურმე გირჩის ჩამოვარდნაზე ამ ადამიანს მე ვახსენდები😀
  • მწვანე. – ალბათ გასაგებია რატომაც.
  • გრინჩი. – თურმე გრინჩივით მომივლის ხოლმე უცებ თავში და მტრისას მერე თანაც გრინჩი მწვანეა🙂
  • “Belle”. – იმიტომ, რომ ყოველ დღე  ესმის ჩემი სახლიდან ეს სიმღერა.
  • “ბოროტი მანტიორი”. – თურმე ადრე ეგონა, რომ ეს ფრაზა მე მოვიგონე და სხვისგან რომ გებულობს, მაშინვე ვახსენდები.
  • მათემატიკა. – ყოველთვის ჩემგან იწერდა საკონტროლოებს და იმიტომ😛

ესეც ასე. დიდი ვერაფრი ასოციაციები კი არის, მაგრამ ისიც მიხარია, რომ უარესი ვერაფერი მოიფიქრეს:mrgreen: იქნებ თქვენ მაინც მოიფიქროთ?

Posted on 08/10/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. გრინჩი ადო იყო არა?😀

  2. გრინჩიც, და გირჩიც ჩემია :))))) ბოროტი მანტიორი მომეწონააააააა :)))))))))))))))

  3. თეგ თამაშივით გააკეთე რა და დამტაგე მეც მინდა ესეტის დაწერა :)))

    • დაწერე თუ გინდა, იდეის მოპარვაში არ დაგადანაშაულებ მაინც.🙂

  4. შენ მახსენდები მწვანეზე, მატისზე, საერთოდ შენი დავიწყება შეუძლებელია :დ

    • ვაიმე, გავწითლდი.. და მატისზე რატომ გახსენდები მე?

      • არ ვიცი, ამოგიჩემე მატისის პერსონაჟად: სიმაღლე, ფერები…

  5. ჰაჰ კაი იყოო😀
    გუშინ ვეკოს რომ მოწერე facebook-ზე დაუფიქრებლად მიტხარი რაზე გახსენდებიო, სულ 2 რაღაც მომივიდა თავში: სათვალე და კაპიუშონი😀

    • გენაცვალე :* :* რა კარგად მიცნობ. მომენატრე, სალ. ამ კვირაში გნახავ უეჭველი.

      • მარ, რა ცუდი ხარ😦 “ხვალ” კი არა რამდენი დღე გავიდა😦

  6. me grdel tmas rom vxedav maxsendeba knuti da mari😀

  7. Blogger from MAGHLIVI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: