როცა მეძინება

როცა ხვდები, რომ თანდათან ყავის ზემოქმედებისაგან თავისუფლდები. როცა პულსის სიჩქარე თანაბრად იკლებს და საკუთარი საფეთქლების არითმიული ხმა თითქმის აღარც გესმის. ფართოდ გახელილი თვალები კი ნელ-ნელა მშვიდებიან და 52-ე გვერდის კუთხეს აშტერდებიან… ეს ბოლოა რასაც დღეს ხედავ… არადა კიდევ ბევრი გაქვს წასაკითხი, მაგრამ აღარ გაღელვებს. მერე რა, რომ ხვალ კოლოკვიუმი გაქვს, ალბათობაში? სამაგიეროდ გამოძინებული მაინც იქნები და თვალებში “შაში-ბეში” მაინც არ გექნება…

აი ასე მოვექეცი ყველაზე საშიშ გამოცდას 5 თვის წინ. თითქმის ასე მოვექეცი ქიმიის ტესტირებას 4 წლის წინ, როცა შუა გაკვეთილზე ისე დამეძინა, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. (მაინც ყველას ჩაღუნული ჰქონდა თავი) ასევე ვიქცევი ყოველთვის, როცა ზედმეტს ვფიქრობ ან როცა ვეღარ ვფიქრობ. ასე მინდა მოვიქცე, როცა ზამთარი მოდის და მეძინოს მანამ, სანამ პირველი მერცხლის ჭიკჭიკი არ გამაღვიძებს. მინდება დავიძინო აბაზანაში, როცა წყლის ჩხრიალი უკვე მუსიკა მგონია და ცხელი წყალი – საბანი. ახლაც ასევე მოვიქცევი, როცა Shut Down-ს დავაჭერ და ჩემი მწვანე სავარძლის საზურგეს გადავწევ.

52-ე გვერდი, მე-4 აბზაცი, ძილინებისა….

Posted on 11/10/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. sweet dreams❤

  2. დაიძინე, გენაცვალე, იავ ნანინა ოოო!

  3. nacnobi situaciaa, tan ratomgac yvelaze sapasuxismgeblo dgeebshi mindeba dzili :S

    • როცა შინაგანად ნერვიულობ და გარეგნულად ვერ გამოხატავ, მაშინ იცის ძილმა შემოტევა. გამოცდაზე შესვლის წინ, ყოველთვის მთქნარება მიტყდება ხოლმე.

  4. სიზმრებში შევხვდებით ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: