ცივი გზა

თითქოს არც ისე ძნელია უბრალოდ აიღო თავი და წახვიდე. წახვიდე მხოლოდ იმისთვის, რომ იარო. იარო იმდენი, სანამ არ მოგბეზრდება ან არ მიხვდები, რომ უკვე გაიარე რაც გასავლელი იყო და დროა დაბრუნდე იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყე. იარო ყველგან, საითაც გზა წაგიყვანს, საითაც ქარი დაუბერავს, ან უბრალოდ იქით, საითკენაც წასვლა არ გეშინია მარტოს.

აი, ასე მოვიქცეოდი ახლა. როგორც მჩვევია, გავექცეოდი ყველაფერს და იქამდე ვივლიდი, სანამ არ დაგინახავდი იქ მარტო მჯდომს, აი იქ, მე რომ მარტოს მეშინია წასვლა და შენ რომ სულ იქით მიგიწევს გული. რომ დადგები ხოლმე და გადაჰყურებ ცივ, რკინის რელსებს. ჯერაც ვერ ვხვდები რას ხედავ მათში განსაკუთრებულს, მაგრამ ეგ არაფერი, მე ისედაც ბევრი რამ ვერ გამიგია შენი, ჩვენ ხომ სულ არ ვგავართ.  სამაგიეროდ შენ გესმის ჩემი ენა. მგონი შენ ხარ ერთადერთი, ვისაც არაფერი გიკვირს ჩემი და ალბათ ისიც არ გაგიკვირდება ახლა რომ მოვიდე და წაგასწრო, როგორ ათვალიერებ გადახლართულ რკინის ზოლებს, მარტო. არადა ხომ ვიცი,  სულ არ ხარ ახლა მანდ ყოფნის ხასიათზე. მე ხომ  ვიცი, რომ მარტო ყოფნას ყველაფერი გირჩევნია…

ნათია, დროზე მიდი სახლში, თორემ მამაშენს ვეტყვი იცოდე ლიანდაგებზე რომ დაბოდიალობ, ღამღამობით.😛

Posted on 14/10/2010, in სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. მარიიიიიიიიიიიიიიიიი ♥♥♥♥

    განსაკუთრებული,რომ არაფერი აქვს და მაინც რომ განსაკუტრებულია ეგ მომწონს🙂
    და იმ ხიდზე ჯდომა მიყვარს.
    მართლა ყველაფერი მირჩევნია მარტოობას, მაგრამ როცა სხვა გზა არ გაქვს…

    მართლა როგორი განსხვავებულები ვართ და ყველაზე ძალიან მიყვარხარ ♥

  2. ძააან შეეზარდეთ ერთმანეთს, მალე ეჭვიანობას დავიწყებ : D

  3. აუჰ, სად გადავეკიდე ამ ორ ეჭვიანს:mrgreen:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: