ორი აგურის ძებნაში

ბოლო ორი კვირაა ტვინი მიმაქვს, ნათიასაც გავუწყალე გული და ჩემი თავიც შევაწუხე გადმუდმებული თვითგვემებით. სულ რაღაცაზე ვწუწუნებ და რაღაც მაწუხებს. თუმცა მგონია, რომ მიზეზი ბევრი მაქვს. ხანდახან მგონია, რომ ვიღაცამ დამთარსა, ახლა კი მიყურებს და ხალისობს.  მომდის ჩხუბი მეგობრებთან, შუა გზაში მახსენდება, რომ კომპი ჩართული დამრჩა და სემინარზე ვაგვიანებ, ჩემი ოდითგანვე დათარსული სათვალე ისევ დაშლილი აგდია სადღაც. ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებაც ჩემ წინააღმდეგაა ამხედრებული. არც მთვარე ჩანს, ამ ქარმაც გადამაწიწკნა თავ-პირი მაღლივში და წვიმაც მალე მასწავლის ტალახში  ცურვას (აბა წყალში ცურვა მე არ ვიცი)
ჰოდა, დღეს რა გასაჭირში აღმოვჩნდი. თუ ვინმე მაღლიველი ხართ, ალბათ 208-ე აუდიტორიის სურნელი თქვენთვის უცხო არაა. იქ ყოველთვის “შერჩევით” შევდივარ ხოლმე. ჯერ ცხვირს შევყოფ, თუ მივხვდი, რომ განიავებულია, შევდივარ. თუ არა და – ვბრუნდები უკან. დღესაც ასე მყავდა გაგზავნილი ჩემი ცხვირი, მსტოვრად 208-ში, რათა ჰაერში ჟანგბადის შემცველობა გამოეკვლია. ამ დაზვერვის დროს, მოულოდნელად ლექტორმა მომისწრო აუდიტორიაში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფეხს ვეღარ მოვიცვლიდი ადგილიდან (უზრდელურად გამომივიდოდა). ჰოდა ასე გავატარე 2 საათი, ყოველგვარი უბედურების არომატში. ბოლოს უკვე კინაღამ ჰალუცინაციები დამეწყო. სხვებს რომ ვუყურებდი, არაფერს იმჩნევდნენ, მხოლოდ ერთი-ორი იჯდა ცხვირზე სელპაკაფარებული. საზიზღრები, ალბათ იმათ შთანთქეს მთელი ჟანგბადი და დამტოვეს მე უჰაეროდ. ასე ცუდად მაშინაც არ ვყოფილვარ, საფულე რომ ვერ ვიპოვნე ჩანთაში და ფეხით ვაპირებდი სახლში დაბრუნებას.
ჰოდა, ახლა დავეძებ ორ აგურს, რათა დავისვენო, ერთხელ და სამუდამოდ.  ერთად ერთი კარგი, რაც ბოლო დროს ხდება ის არის, რომ ძალიან ადვილად ვსწვავლობ იმ საგნებს, რომლებიც მაინტერესებს. დანარჩენებშიც არა მიშავს. სწავლა მშვენიერი გასართობია, როცა თეორიული მასალა ნაკლებად გაქვს წასაკითხი და ძირითადად ამოცანების ამოხსნაზე ხარ ორიენტირებული. შეუძლებელია ჩაგეძინოს მიკროეკონომიკის ამოცანების ამოხსნისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ რამე სირთულეს აწყდები. ჰოდა, ამ ეტაპზე Google Earth-ის შემდეგ, სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე აზრიანი გასართობი.
წავედი ახლა და თუ რომელიმე ღვთისნიერ მკითხველს, ზედმეტი აგური, ან თუნდაც რიყის ქვა მოგეპოვებათ, ნუ დაინანებთ:mrgreen:

Posted on 15/10/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. მე მოგცემ ნივრის სანაყს ))

  2. tavi namdvilad ar mogibezrebia :)) piriqit, gulshi sul imas vpiqrob, chemnairi vipovetko :)) rac sheexeba zedmet agurs an riyis qvas, ar momepoveba da romc momepovebodes, shentvis ver memeteba :))

  3. sunwaited, გმადლობ ნივრის სანაყისათვის :*

    NaNti, ნათი, მეც მიხარია რომ გიპოვნე :* :* ოღონდ შენზე არ ვამბობდი თავის მობეზრებაზე😀 ხოდა, კოლოკვიუმები იწყება მალე და აგურების მომარაგებას შენც გირჩევ :)))

  4. 😀😀
    წყალში ცურვას მე გასწავლი და შენ ტალახში ცურვა მასწავლე გინდა? (სუნ)

  5. საოცარი სათაურია…❤ წავედით დალშე…😀

    ოო, თვითკრიტიკული ხალხი, როგორ მიყვარს, ვერ წარმოიდგენ😀

    "ცხვირის გაგზავნა" რა მაგარიააააააა😀😀😀😀

    რა სურნელია ასეთი?!…😐

    აუ, ამოცანების ამოხსნაზე მეც მაფანატებს.❤

    და სასიკვდილოდ არ მემეტები! :*

    • უი, ორი აგური კლავს? არა, ასე მძიმე სასჯელისათვის მეც მენანება ჩემი თავი.:mrgreen:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: