მოცეკვავე დაფა და მოჭიკჭიკე მერხი

ყველაფერი იწყება სიტყვებით “კიდევ ხუთი წუთი”. ამას ვამბობ ყოველთვის, როცა ვაპირებ დავიძინო, როცა უკვე მღვიძავს და ვაპირებ გადმოვაბიჯო საწოლიდან, როცა უკვე მზად ვარ წასასვლელად და დროა შინიდან გავიდე… კიდევ ხუთი წუთიც და დამაგვიანდება. ვიღას ადარდებს? კიდევ 5 წუთიც და ჩანთიდან კონსპექტს ამოვიღებ და კითხვას შევუდგები. კიდევ ხუთი წუთი ვეცდები, როგორმე ყურადღების გამახვილება შევძლო. ხუთ წუთს კი ჩემი ტელეფონის ჩართვას მოვანდომებ, რომელსაც ბატარეა უკვე საფუძვლიანად აქვს დამჯდარი, მაგრამ სანამ ამას მივხვდები, საათის ისარი 30 გრადუსიანი კუთხის შემოხაზვას მოასწრებს. ხუთ წუთში უკვე იქ ვიქნები. ამჯერად უკვე 2 საათი მომიწევს (წესით 4)  საკუთარ თავთან ჭიდაობა, რომ როგორმე გავთავისუფლდე იმ სკაფანდრისაგან, კონცენტრაციაში რომ მიშლის ხელს და ყოველგვარ ინფორმაციას ისხლეტს. მერე თავს ვაიძულებ და გავალ დაფასთან, რომელიც ცარცის ყოველი შეხებისას ცეკვას იწყებს, გეგონება ეღუტუნება. კიდევ ხუთ წუთს მოვანდომებ რამდენიმე  ანგარიშის განხილვას და მერე ისევ ჩემს მოჭიკჭიკე მერხთან დავჯდები, რომელიც ისე ჭრიალებს, რომ ჩიტის ჭიკჭიკის ხმას გამოსცემს. ამის გამო, ხუთი წუთი ვეცდები სიცილის შეკავებას. მერე ყველაფერი დამთავრდება და მაინც გავიცინებ, თან ისე გავიცინებ, რომ ცრემლები წამომივა.

ხუთ წუთში, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. მერე კიდევ ბევრი ხუთი წუთი გავა, ისე, რომ არც დამენანება. არადა ზოგი ხუთი შეძლება 5 წლის სიცოცხლეზე მეტი იყოს.

Posted on 19/10/2010, in სხვადასხვა and tagged . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. 5 კი არა ხანდახან 1 წუთიც კი მნიშვნელოვანია

  2. მე არაფერში არ მყოფნის ხოლმე 5 წუთი :შ ერთადერთი დილის ძილის 5 წუთი მევასება მარტო :))

    • აუ დილის 5–10 წუთიანი ძილიი… აა ვგიჟდები. რომ გგონია რომ მტელი 1–2 საათი გეძინა და ყველაზე მეტად გამოძინებული რომ ხარ…

      • 5 წუთის ძილი ჩემთვის არაფერია. ვერ ვიტან უაზრო 5 წუთებს😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: