ისევ ზოოპარკში

უკვე რამდენიმე კვირაა, მთელი გულით ვცდილობ ვინმეს ვაიძულო ზოოპარკში წამომყვეს. პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა – “მარიამ, შენ იქ დაგიტოვებენ”. არა და ყველაფერს ვცდილობ, ოღონდ უნივერსიტეტში რაც შეიძლება ცოტა ხანს ვიყო. ხშირად არ ვაცდენ ლექციებს, მაგრამ დიდხანს ერთსა და იმავე საგანზე ყურადრების გამახვილება  მიჭირს.

ჰოდა დღეს, სულ რომ არ ველოდი, ნათიამ მომწერა, სადმე წავიდეთო. მეც მაშინვე ზოოპარკი გამახსენდა. ამ პოსტის შემდეგ, იქ არც ვყოფილვარ. ვიცი, თქვენც არ დადიხართ, ამიტომ მე მოგიყვებით იქაურ ამბებს. ხუთ თვეში ბევრი რამ შეცვლილა. დათვალიერება ისევ იმ გზით დავიწყეთ, სადაც თეზების აუზი მეგულებოდა. წინა პოსტის შემდეგ, მათი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. ისევ ძლივს ჩანან და სულს ღაფავენ😦 ფარშევანგსაც ისევ ვერ ვაიძულე კუდის გაფხორვა. ამჯერად მისი გაბრაზება აღარ მიცდია. შემდეგი გალიის დანახვამ ძალიან დამამწუხრა, რადგან იქ ის მძინარა ენოტი აღარ დამხვდა. ბევრი ვეძახე, იქნებ სადმეა შემალული-მეთქი, მაგრამ არსად ჩანდა. ნათიამ აღნიშნა, რომ ზოოპარკში თავისუფალი გალიის გამოჩენის გამო,  იქ დატოვების რეალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდი.

ცარიელი გალია

ნათიას სპილოს დანახვა უნდოდა, მაგრამ ისიც სადღაც დაიმალა. სულ ჩაკვდა ზოოპარკი. მომეჩვენა, რომ ხალხიც აღარ იყო ბევრი. ვიცი, ყველა ჩემსავით მოცლილი არ არის, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, იქ გაცილებით უფრო ბევრი ბავშვი დადიოდა.

ოდნავ მოშორებით, რაღაც, ახალი ცხოველი შევამჩნიე. არ მახსოვს ოდესმე მენახოს. დანასვისთანავე ღორი-მეთქი დავიყვირე. ნათიამ თქვა ბეჰემოტიაო, მაგრამ მახსოვდა, რომ იმ ადგილას ბეჰემოტი არასოდეს ჰყოლიათ. ბოლოს წარწერას ავხედეთ და ზედ “ტაპირი” ეწერა. პირველად გავიგე ეს სახელწოდება. რაც არ უნდა ერქვას, ის ცხოველი მაინც ღორისებრთა ოჯახის წარმომადგენელს ჰგავდა. დიდი სასაცილო რამე იყო. დინგს სპილოს ხორთუმივით იქნევდა და ღრუტუნებდა.

შენდეგ ისევ ყველაზე სასაცილო გალიას მივადექით. თბილისის გარდა სად იპოვნით ზოოპარკს, სადაც ზებრა და სირაქლემა ერთად ძოვენ? ზებრები უმცირესობაში იყვნენ. უზარმაზარ გალიაში, ორ ზოლიან ვირთან ერთად, უამრავი სირაქლემა დაიარებოდა.

ამასობაში ნათია ზოოპარკის ბუნებრივმა სუნმა შეაწუხა. ჩვენც 180 გრადუსით შემოვბრუნდით და დაღმართს ჩავუყევით. თანდათან უფრო და უფრო იმატებდა ცარიელ გალიათა რიცხვი. ფრინველებშიც ვერ იყო ყველაფერი რიგზე, თუმცა გედის სურათი მაინც ლამაზი გამოვიდა, მგონი.

მძინარა გედი

ნათიამ თქვა, მგონი ბატიაო, მაგრამ ჩემთვისმაინც გედია ეს🙂

არ მახსოვს რა ერქვა, მაგრამ კინაღამ ჩამინისკარტა

ამაყი ლამა. იმპერატორ კუსკოს პაროდიას აკეთებდა მგონი. თუ ეს მულტფილმი არ გინახავთ, გაატარეთ :))

ამ პატარა მელაკუდამ მთელი გალია გადათხარა. ყველგან გვირაბები აქვს გაყვანილი და მიწა-მიწა დაძვრება.

გაქცევის მცდელობა :)))

ესენი არც მახსოვდა. ბავშვობაში რომ მენახა, აუცილებლად ფარშევანგები მეგონებოდნენ :))

ამას და თავის დაქალს ცუდ დროს წავასწარით. :))

ესეც ასე! მტრის ჯინაზე, არავის უცდია ჩემი იქ დატოვება. ლომის გალიაში ისევ იმ მურა დათვის ყოლას ამჯობინებენ🙂

Posted on 22/10/2010, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. (sun) ისა ლამას ვის მიამგვანე?😀
    და ზებრის დანახვაზე მე ზებრის ტრაკი და ზურიუსი გამახსენდა (სუნ)
    ხო და მგლის სურათი არ გიდევს (ნოდ)
    და ის მოღორო რარაც კაი ვინმე იყო😀 ცხვირს რანაირად იქნევდააა

    • მგლის სურათი არ ვარგოდა. ახლოს მისვლა ვერ გავბედე გალიასთან და გისოსების გარდა არაფერი ჩანს.

  2. ზებრის ტრაკი და ზურიუსი… გადავჟირდი, მომასულიერეთ, დავიხრჩვი სიცილით :დ

    ზოოპარკი ისევ იქაა და თუ გადაიტანეს?🙂

    • ოოჰ, ზებრის გარდა არაფერი შეიმჩნიოთ ახლა😛
      კი, ჯერ ისევ იქ არის. ალბათ ახალ ზოოპარკში აღარ უნდათ ამ ცხოველების გადაყვანა და აღარ უვლიან😦 ამიტომაც დაცოტავდნენ ასე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: