კიდევ ერთი ექსკურსია

– მარ, ალუკარდიც მოდის, მაინც არ წამოხვალ?
– ალუკარდი თუ მოდის, მაშინ მეც მანდ ვარ.
ქეთი ერთადერთი ბლოგერია, რომელიც “გამოხატულად” მიყვარს.😀

ჰოდა წავედი. 7-ის ნაცვლად, 9 საათზე გავიღვიძე, რადგან მაღვიძარამ მიღალატა. ერთ საათში უკვე გზაში ვიყავით.

პირველად რომ წავედი, ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში, ვფიქრობდი, რომ ასე აღარასოდეს მოვიქცეოდი. თუმცა მას შემდეგ კიდევ 3 ექსკურსიაზე ვიყავი.

გზა, წასვლის დასაწყისი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ისევ მუსიკის ფონზე და პეიზაჟების თვალიერებაში გავიარე. ისევ ჩვეულ ადგილას ვიჯექი, ჩვეულ ფლეილისტს ვუსმენდი. მხოლოდ განწყობა იყო ოდნავ უჩვეულო. ალბათ გაჭაღარავებულმა ბუნებამ იმოქმედა თავისებურად. თუმცა ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ გამოერეოდა სიმწვანეები. ასეთია შემოდგომა. ზოგისთვის ლამაზი, ჩემთვის კი სიბერისა და სევდის განსახიერება. დღეს  ასეთ რამეებზე ფიქრის დასაწყებად ზედმეტად მხიარული გარემო იყო. ნამდვილად ვინანებდი სახლში თუ დავრჩებოდი.

ცხვარიაჭამიაში ადრეც ვყოფილვარ. მაშინ ჯერ კიდევ 10-11 წლის ვიქნებოდი. ხშირად გამხსენებია იქაური სიმშვიდისა და სიმწვანის სუნი. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოვხვდი იქ. ნაწვიმი რომ არ ყოფილიყო, ალბათ უფრო ბევრს ვირბენდი აქეთ-იქით.

მერე სიონის წყალსაცავთან წავედით. ყველაფერი ისე იყო დანისლული, ორი მეტრის იქით არაფერი ჩანდა. მომეწონა ნისლში ცურვა, მაგრამ ცივმა ჰაერმა ცხვირი გამიყინა. ტბის დანახვა მხოლოდ მზის გამოსვლის შემდეგ შევძელით.

მოკლედ, მშვენიერივრად დამთავრდა ბლოგერების მე-7 ექსკურსია. ჩემთვის ალბათ ბოლო, ამ წელს. ბოლო, რადგან გადავწყვიტე ცოტა ხნით მოვწყდე ყოველგვარ გასართობს და ჩემს მოვალეობებს მივხედო.

Posted on 24/10/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. sayvarlad gaqvs dawerili momewona green🙂 cota emocia kidev sheidzleboda gamogexata🙂

  2. აააა კმაყოფილი ვააააააააააარ

  3. დღეიდან ალუკარგის ფანებში მეც ვწერივარ : ))

  4. ” გადავწყვიტე ცოტა ხნით მოვწყდე ყოველგვარ გასართობს და ჩემს მოვალეობებს მივხედო.” შენ რა ბლოგერული გართობა შენს მოვალეობად არ მიგაჩნია?😛 რა უჭირს ჩეგრჩეს საგნები😛😛

    აუ მონიდა ისეთი კარგი ფოტოებიაააა!!! ❤

    • ჯანდაბას საგნები – ეს პერიოდი უკვე გამოვიარე. დროა გამოვსწორდე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: