ბლოგერობის ერთი წელი

25 ოქტობმერი. ჩვეულებრივი დღე, რომელიც ოკულისტთან ვიზიტით დაიწყო. მერე იყო უნივერსიტეტი, ვერის ბაღი და ბოლოს თბილისობაზე წასვლის უიღბლო მცდელობა, რომელიც კინაღამ ფეხის მოტეხვით დაგვირგვინდა (ოჰ ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები…). დღის დასასრულს ისევ სახლი და მონატრებული კომპიუტერი. ასეთ დროს ალბათ რთული იქნება დაბადების დღე მიულოცო ახლო მეგობარს, თუ ბოდიშიც არ მუხადე მილოცვის დაგვიანებისათვის. თუმცა, როცა საქმე საკუთარ ბლოგს ეხება, ალბათ სულაც არ არის საჭირო პატიების თხოვნა. დიახ, მე ის  მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა კომპიუტერს მივუჯექი.

დღეს, greenmar ერთი წლის გახდა. უკვე არც ისე პატარაა. ჰყავს ერთი ბუზღუნა, ნერვების ჭია და ხანდახან მხიარული ავტორი, რომელმაც აქ უკვე 220 პოსტი დაწერა. მათი უმრავლესობა ორ აგურს, მთვარესა და სიმწვანეს ეხება.
მოკლედ, აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ჩემი ბლოგი. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოვასწარი მისი მობეზრება. ჯერ ისევ ვწერ. დავწერ მანამ, სანამ მე თვითონ შემეძლება საკუთარი ნაწერის წაკითხვას.

ჰოდა ასე. დღეს მწვანე მარი ერთი წლის გახდა🙂

Posted on 25/10/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. გილოცავთ :*

  2. happy Blog’s birthday to you :* მგონი ასე იქნება ხო სწორი ფრაზა?

  3. გილოცაააააააააააააააააააააააააავ ^^ კიდევ ბევრი წელი მომელოცოს :)))))

  4. გმადლობთ :* :*😀

  5. გილოცავ:):) მომავალ წელს 440 პოსტი დაგეწეროს… ნუ, მეტიც შეიძლება, შთაგონებაა საჭირო, თორემ:)

    P.S. ერთი თხოვნა მაქვს, რა… შრიფტის დაპატარავება მასწავლე და მერე შეგიძლია მოშალო კომენტარის ეს ბანალური ნაწილი:)

    • გმადლობ🙂

      მონიშნავ ნაწერს და ზემოთ, bold და italic -ის ქვეშ დააჭერ heading 5-ს. ნუ, შეგიძლია სხვა ზომა მონიშნო. თუ ნორმალირად ვერ ვთქვი მითხარი და კიდევ ერთხელ აგიხსნი🙂

      • ეგ ვცადე და არ გამომივიდა:( მოიცა, კიდევ ვცადო…

  6. მადლობა:) შეგიძლია გაასუფთავო აქაურობა:)

  7. გილოცააავ!!!!

  8. გილოცაავ გილოცაავ…
    ხო და ორ აგურთან და სიმწვანესთან ერთად პოსტების უმეტესობა მაღლივსაც ეხებება.
    ხო და კიდევ ბევრი ერთი წელი მომელოცოს.
    ნეტა ჩემი როდის გახდება 1 წლის?
    აუ რა ცოტა დროა გასული არა და რა ბევრია ხო?
    220–ე პოსტი როდის დავწერე აღარც მახსოვს (სუნ)

  9. ღვიძლწრფელი მოლოცვები ცოფიანი ბლოგიდან

  10. გმადლობთ ყველას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: