დროის მდევარი

დედამიწაზე  4 კმ/სთ სიჩქარით დავაბიჯებ. ეს საშუალოდ, თორემ საჭიროების შემთხვევაში უფრო სწრაფადაც შემიძლია, მაგალითად მაშინ, როცა დროს მივდევ. დიახ, დრო დიდი ნაბიჯებით მიიწევდა გადატვირთულ გამზირზე. მე კი ისევ ისე მივდევდი, როგორც მაშინ. დღეს დრომ 15 წუთში გაიარა მთელი 4 წელი, მე კი ისე მივდევდი, ფეხიც არსად დამცდენია. მის გავლილ მრუდს მივყვებოდი და ველოდებოდი, როდის ჩამოვიტოვებდი უკან. მანამდე არც დავისვენებდი, არც მოვბრუნდებოდი.


დღეს დროის დევნაში 15 წუთი დავხარჯე. საბოლოოდ მაინც ჩამოვიტოვე. ის გაჩერდა, მე კი მაინც მივდიოდი. უკვე ჩემი გზით მივდიოდი, სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი. მიხარია, რომ დრო ვეღარასოდეს დამეწევა. აღარც არსებობს. ის ფურცლები, სადაც დრო ცხოვრობდა, უკვე დიდი ხნის წინ დავანთე.
როცა მთელი ძალით ეჯახები წარსულს და ამ დროს შუბლის ტკივილსაც კი ვერ გრძნობ, ისღა დაგრჩენია გიხაროდეს, რომ რაღაც დამთავრდა. უკვე ზუსტად იცი, რომ დამთავრდა.🙂

Posted on 28/10/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. ra kargad dagiweria :s girda 15 wt sirbilad dgevandeli sixaruli sheni :d

  2. დაე გიხაროდეს რომ დამტავრდა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: