ქალიშვილი კომპანიები (ანუ ხუმრობა უცხო ენის არცოდნასთან დაკავშირებით)

როცა ამინდის პროგნოზიც კი უსინდისოდ გატყუებს… მაინც და მაინც ახლა გელევა ტუშიანი კალამი (სხვანაირით ვერ წერ)… ორსაათიანი ლექციის ბოლო 20 წუთი 2 საუკუნეს ემსგავსება… წრიალით უკვე დაანჯღრიე სკამი და ახლა ცდილობ მერხს მოუღო ბოლო. აღარც ცდილობ როგორმე ინტერესიანი სახე მიიღო, რათა ლექტორმა არ შეგნიშნოს უყურადღებობა.
ვინმე ნაცნობი მაინც მეჯდეს გვერდით, ეს ვიღაც ნიჭიერა მგონი ხვალამდე ასე აპირებს ჯდომას. ნეტავ მართლა უსმენს თუ აფერისტობს? ცოტაც და გარეთ გავალ, დერეფანს 1 წამში გავირბენ, მერე კიბეს მივვარდები და სირბილით ჩავუყვები, კედელ-კედელ (საშიშია იქ მოაჯირთან ახლოს მისვლა). ამ ოცნებებში გართული,  კონსპექტის ფურცვლას ვიწყებ  და ერთ წამში მთელი ტანჯვა, წამება და მოუსვენრობა სადღაც ქრება. მე ხომ სულ მცირე მიზეზიც მყოფნის განწყობის შესაცვლელად.:mrgreen:


არ გამეცინა? ბრჭყალებში მაინც ჩაესვათ, მაგრამ მაგას ხომ  უნდა მოფიქრება?
მოკლედ, აქაც ის ხუმრობა, რომელიც ახლა გავიფიქრე. გამგებნი გაიგებენ:mrgreen:

Posted on 29/10/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა. Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. ra idiotizmia, debili iyo amis damweri?😀 qalishvili kompaniebi ras nishnavs amixseni mar ra :D:D:D ui, dges umaglesi shefaseba mivige ekonomikashi😀

    • რა ვიცი აბა რას ნიშნავს. ავტორი მაინც ჰყავდეს, დავცინებდი. ახლა უმისამართოდ ვიცინი:mrgreen:
      გილოცავ ფრიადს. მასე განაგრძე :*

  2. სწორედ ამაზე ვწერდი ჩემს ბლოგზე🙂
    ეს არის ნათარგმნი ე.წ. ”მთარგმნელის”, ”ენის სპეციალისტის” მიერ.

    ქალიშვილი კომპანია ეს აქვს თარგმნილი აქედან

    1) daughter company
    дочерний
    дочернее предприятие, дочерняя компания — subsidiary; daughter company
    ანუ доч საწყისი მიიჩნია რომ ეს არის გოგო, ქალიშვილი :დ :დ
    სინამდვილეში ეს არის შვილობილი კომპანია
    2) დედა კომპანია აღებული აქვს აქედან parent company материнская компания :დ
    რაც ქართულში ძალიან ცუდად ხვდება ყურს. კარგი იქნებოდა დამფუძნებელი ან მთავარი კომპანია დაეწერა.
    3) ფილიალს გააჩნია იურიდიული და სამეურნეო დამოუკიდებლობა (ეს არის აბსურდი)
    სიტყვა economic – экономический; хозяйственный და მეორე მნიშვნელობა სამეურნეო აქვს აღებული.
    Branch is independent legally and economically .
    ფილიალი სამართლებრივად და ეკონომიკურად დამოუკიდებელია. ასე უფრო გამართული იქნებოდა.

    მოკლედ დიდი აბდაუბდა გამოსვლია რა :დ :დ

    • გმადლობ რომ გამარკვიე🙂
      უარესების მონახვაც შეიძლება მანდ, მაგრამ აი ეს “შვილიშვილი” რაღაა ნეტავ? :))))

      • კი უარესებიც იქნება ტექსტს რომ დავყვე თავიდან😀 შვილიშვილი საიდან გადმოთარგმნა გაუგებარია ჩემთვის :))))

    • კი, ნამდვილად ’შვილობილი კომპანია’-უნდა იყოს.
      ისე გაგიკვირდება და ზოგი მთელ ნაშრომს წერს და ასეთი პრიმიტიული ტერმინების აზრზე არაა

  3. “შვილიშვილი” საიდან და:
    “ქალიშვილის” “შვილი” გამოდის “შვილიშვილი” :ლოლ:

    ღმერთო.. მე სხვა კომენტარი არ გამაჩნია…

  4. საინტერესო სტატია იყო, აქამდე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ, ჩვენთან კომპანიებიც კი იფიქრებდნენ გათხოვებაზე🙂

    “…ტუშიანი კალამი (სხვანაირით ვერ წერ)”- მეც ასე ვარ🙂

  5. მარი შეიძლება ვცდები მაგრამ ეს საგანი მსოფლიო ეკონომიკა ხომ არ არის? მე ვისწავლე ზუსტად იგივე მაგ საგანში და ძალიან შეშლილი ლექტორი მასწავლიდააააა, ქინდერ სათამაშოები მოქონდა და იმით გვიხსნიდა ლექციას🙂

    • საერთაშორისო ბიზნესია🙂 კიდევ კარგი ეგეთი ლექტორი ჯერ არ შემხვედრია😀

  6. ო.კკკ რა მნიშვნელობა აქვს ყველა საგანში ერთი და იგივეს გვასწავლოდნენ საბოლოო ჯამში🙂

    • ხო, მაგრამ ეს სახელმძღვანელო ერთი დიდი პრიკოლია. ახლაც მაგას ვკითხულობდი და ერთი გვერდი ვერ ვნახე სასაცილო რომ ვერაფერი ვიპოვნო :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: