დაუპატიჟებელი სიცივე

ვერ ვიტან დაუპატიჟებელ სტუმრებს. აი ისეთებს, დაუკითხავად რომ შემოგივარდებიან და ჩაგისახლდებიან. იცი, რომ ვეღარაფერს შეცვლი, ვერც თავს აარიდებ და ვერც ვერსად დაემალები. ყოველთვის შენთანაა, მაშინაც კი, როცა იღვიძებ, გარეთ გადიხარ, მგზავრობ… იძულებული ხდები ყველაფერში ანგარიში გაუწიო. უნამუსოდ მოვა, მოგხვევს თავის გაყინულ ხელებს. თუ გააბრაზე, ისე მწარედ გიჩქმეტს ცხვირზე, მთელი კვირა ხრუტუნით მოგიწევს ისუნთქო. დღეს თუ გადაურჩი, ხვალ მაინც მოგიწევს იგრძნო მისი გაყინული სუნთქვა, რომელიც მთელს გონებას და სხეულს მოიცავს. ვერაფერს გახდები, რადგან არაფერს წარმოადგენ მის წინაშე. ნახე, რას გავხარ გაფითრებული სახით, გალურჯებული ტუჩებითა და ფრჩხილებით. მიცვალებულიც კი შენზე უკეთ გამოიყურება, იმას ცრემლები მაინც არ აქვს სახეზე მიყინული და კბილებს მაინც არ აღრჭიალებს.

ნუთუ მართლა ყველაფრის გაყინვა შეუძლია სიცივეს? ნუთუ ვერაფერი გადაურჩება?..

Posted on 31/10/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. გული მარ <3<3
    გული და გრძნობები ხომ ყოველთვის თბილია და ცხელიც კი…

  2. მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი : D

    სიცივეში იმდენი კარგი რამის გაკეთება შეიძლება გახურების მიზნით😀😀😀

    აი, ნათია გასწავლის😛😀

  3. ოოო, ერთხელ ვერ უნდა ჩავაცვა?

  4. სმა და დეკოლტე არ მიგულისხმია ^_^

  5. yvelaperi zedmeti cudia🙂
    sicivec da sicxe…sicive gayinavs sicxe dagwvavs:P

    amitom gaumarjos zomierebas !:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: