არწასაკითხი

– რა ჯანდაბას წერ თუ იცი? გაავსე ეს ბლოგი სისულელეებით. იმედია არ გამოაქვეყნებ მაინც.
– ბლოგი ჩემია და რასაც მინდა იმას დავწერ.😛
– ნუ ხარ ეგოისტი.
– ეგოისტი რომ ვიყო, რაღა მიჭირს.
– მაშინ შტერი მაინც ნუ ხარ. ნუ უსაქმურობ და სულელური აზრები ნუ გაწუხებს.
– გადი, მორჩა! არ მაინტერესებს შენი ჭკვიანური აზრები. აღარ გისმენ. აი, მუსიკა მაქვს ჩართული, Fleus du mal-ს ვუსმენ და შენი ბოდიალი სულ არ მაინტერესებს!
უი, აქ ხართ? გვაპატიეთ, რომ იძულებული გახდით, ამ უსიამოვნო ფაქტს შესწრებოდით. უბრალოდ, ბოლო დროს, ხშირად შევდივარ კონფლიქტში საკუთარ თავთან. ის სულ მეწინააღმდეგება. არ აღიარებს არაფერს, რაშიც 100%-ით არ არის დარწმუნებული. მე კი სულ ვეუბნები, რომ არ არის საჭირო ყველაფრის ასე გართულება, ჯობია გჯეროდეს რისი დაჯერებაც გინდა. მერე რა თუ ცდები? ოდესმე ეგეც გაირკვევა, სამაგიეროდ მანამდე ტვინის მტვრევა მაინც არ მოგიწევს. ბოლო ორი კვირის მანძილზე, მხოლოდ ერთ საკითხში შევძელით საბოლოოდ შეთანხმება. თუმცა ეს საკითხი ისედაც დიდი ხნის წინ გვქონდა გარკვეული. აი ასეა, არაფერს მიჯერებს და ყველაფერში მეწინააღმდეგება. ზოგჯერ ვცდილობ დავუჯერო, მაგრამ ზოგჯერ მინდა საერთოდ გაჩუმდეს და მომშორდეს, განსაკუთრებით ამ სიცივეში, როცა ისედაც დამწყვდეულ ფრინველად ვგრძნობ თავს. ეს კი ისეთ იდეებს მიფრქვევს აქ, რომ ლამისაა ამიყვანოს და დეპრესიაში ჩამაგდოს.
აი, ასე ხდება, როცა დიდი ხნით ვარდები გაურკვევლობაში. საკუთარი ორი თვალი და ორი ყურიც კი ერთმანეთს უპირისპიდება. იწყებენ შედარებას, რომელმა მეტი დაინახა და რომელმა მეტი გაიგონა. ამასობაში კი დგები არჩევანის წინაშე. არ უნდა დააიგნორო ყველაფერი და შენს საქმეს მიხედო, ან უნდა დაჯდე და ელოდო როდის ამოიხსნება წრფივი, ორუცნობიანი განტოლება.

Posted on 02/11/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. kaia,miyvars gantolebebi.😀

    posti kaia, saintereso iyo shens egostan gasaubreba, xandaxan egec gamoushvi xolme, nu chagrav.😛

  2. ნამეტანი დაგეღალა გონება, არ შეიძლება მაგდენი სწავლა

    • am bolo dros yvela ase ratom vart? shemodgomis bralia tu swavlis vegar gavige😦

      • შენს შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ ჩემკენ უფრო რთულადაა საქმე მგონი😛

  3. sainteresoa😀 me momewona rom dialurobas elodebi😀
    shen ginda gulmac da gonebamac ertnairad ipiqros da ertnairad imoqmedos ?:D

    egre tu romelime adamiania anu tu misi guli da goneba ertsada imaves aketebs mash im adamian sheulia tqvas rom is ubednieresi adamiania :))

    is adamiani chemi azrit idialuri adamiani magram idialuri adamianebi xom ar arseboben ?:)))

    amitom daikide ra nu daugdeb yurs sisuelelebs ras izav eg cxovrebis ganuyopeli nawilia magram roca sheni tavis saqcieli shen tvitonac ar mogwons mxolod imaze ipiqre rom mashin kargad grdznobdi tavs da danarcheni sisulelea😀

    • მიხარია, ვინმემ მაინც რომ გაიგო, რისი თქმაც მინდოდა. ზოგადად, იდეალურობა სულ არ მინდა, რადგან იდეალურობას ისევ ინდივიდუალურობა მირჩევნია. უბრალოდ, საკუთარ თავთან გამუდმებული კონფლიქტით დავიღალე.

    • ჩემი გული და გონება ერთნაირად აზროვნებენ და მოქმედებ. ოღონდ მართლა. ძალიან იშვიათი გამონაკლისები არსებობს ხოლმე🙂

      • შენ გონებით არ მოქმედებ და იმიტომ. მე კი ყოველთვის ვილეწები, როცა გონებას ვჩაგრავ.

  4. ადრე მეც მყავდა ჩემი “მეორე მე” შიგნით, მარა მერე დეპორტაცია გავუკეთე კიარადა, ციხეში ჩავსვი, სულ სულ შიგნით ჩავკეტე და კარგა ხანია აღარ გაუხსენებია თავი

  5. dzalian saintereso pirovneba chanxar green shemogivli xolme🙂 ) ) )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: