ის, რაც ყველას გჭირდებათ

ადამიანები ზოგჯერ ისეთ რამეებს ვნატრობთ, რაც სინამდვილეში სულაც არ გვინდა. უკვე ბევრი მეუბნება, რომ ყოველთვის მე ვახსენდები, როცა სადმე, რაიმე სახის აგურს ხედავს. ესეც ჩემი ახირება, “ორი აგური”, რომელსაც საკმაოდ აქტიურად დავეძებდი, ბოლო დროს. ახლა კი, როცა ჩემი ფრიად ნანატრი ნივთები ხელთ მიპყრია და აღარაფერი მიშლის ხელს მათი სიმძიმე საკუთარ თავის ქალაზე გამოვცადო (თანაც გამოცდები მიახლოვდება), გადავწყვიტე ისინი თქვენ დაგითმოთ. დიახ, თქვენ.
სულგრძელობაში და სიკეთეში ნუ ჩამითვლით. უბრალოდ ვიცი, რომ ისინი თქვენ უფრო გჭირდებათ. თქვენ, ადამიანებს ხომ ასე ძალიან გიყვართ დეპრესიაში ყოფნა, ნერვები კბილებით გიჭირავთ, იბოღმებით და ცდილობთ სხვებიც აიყოლიოთ. აქტიურად იკვნეტთ ფრჩხილებს, იჭრით თმას, იკეთებთ პირსინგს, ეწევით, სვამთ, ჭამით სკდებით, ბილწსიტყვაობთ და აგრესიას აფრქვევთ, ყველა შესაძლო მიმართულებით.(მაპატიეთ, თუ თქვენს მშვენიერ მაზოლებს უდიერად ვეხები) მოკლედ, მაგრად გიჭირთ. არ ჯობს ამ ყველაფერს ორი აგური და სამუდამოდ დასვენება?
ჰოდა იფიქრეთ, მგონი ჭკვიანური აზრი შემოგთავაზეთ. საერთოდაც, ბოლო დროს, ხშირად ვიფრქვევინები ჭკვიანურ იდეებს, მაგრამ მათი ჩაწერა და დამახსოვრება არ მიცდია. არ მინდა საკუთარ თავზე შეყვარებულ დეგენერატს დავემსგავსო. მოკლედ, ამბიციურობის ზეიმია ჩემს თავში. ზუსტად ზეიმის დრო მაქვს, კოლოკვიუმი მომადგა კარს, მე კი ბოლო ერთი თვე მხოლოდ საკუთარი ნერვების გაფრთხილებას შევწირე, რათა თქვენ არ დაგმსგავსებოდით. ვალდებულებების შესრულება საკუთარ კეთილ ნებას დავუქვემდებარე. ასე რომ, საფუძვლიანად ვსწავლობდი მხოლოდ ორ საგანს, ისევ ვმოგზაურობდი Google Earth-ში და ვმეგობრობდი გეომეტრიის ამოცანათა კრებულთან, რომლის მეშვეობითაც უამრავი ცნობილი ნაგებობის ნახაზს საფუძვლიანად ჩავწვდი. (ეს საქმე არ მევალება, მხოლოდ ჰობია). ასევე, გამოწერილ RSS-ებს ვკითხულობდი, გამოჩენისთანავე.

ახლა კი ვაპირებ წავიდე. სად? ნუ გიხარიათ, ორ აგურს თქვენ გითმობთ და კიდევ დიდხანს ვაპირებ მშობლიური პლანეტის 60 კილოგრამით დამძიმებას (იმედია დიდად არ გადავაჭარბებ).
ჰოდა მოგიწოდებთ, როგორმე აიტანოთ უჩემობა, მინიმუმ ერთი კვირით, სანამ 6 გამოცდას არ ჩავაბარებ, უდრტვინველად და აუღელვებლად.

მიყვარხართ ყველა, ვინც აქამდე მიყვარდით.

მარიამ მწვანე

Posted on 06/11/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. მე მაინც მჯერა რომ 1 კვირა ვერ გაძლებ უჩვენოდ😛

    • ტყუილად გეპარება ეჭვი ჩემს ნებისყოფაში. თუ საჭირო იქნება, არ გავძლებ, მაგრამ “ვერ”- ჩემზე არ ითქმის.

  2. მოწონების ღილაკი რა იქნა?????:)

  3. ჰაჰ, ერთი ჭირი გვჭირს მგონი მე და შენ :დ

  4. მაია წყნეთელის გარდა თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა გართულება აგურებზე, არ მეგონა:)

  5. მეც ძაLიან მიყვარხარ მაარ ))

    კოლოქვიუმების გაძლება გქონდეს :დ ძაანააც არ გადაიტვირთო თავი

    • შენც გაძლება გქონდეს ვერიკო. ჰოდა, შენგან სხვა თუ ვერაფერი, ის მაინც ვისწავლე, რომ თავი ძაან არ უნდა გადავიტვირთო არაფრით :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: