დე, გილოცავ

დე, გილოცავ. იცი, გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი როგორ მომელოცა ისე, რომ რაღაც ახალი მაინც მეთქვა. მოვიფიქრე კიდევაც, დე, იცი რამდენი რამ მოვიფიქრე? უფრო სწორად, თავისით მომაფიქრდა. აი, სულ რომ მინდა ხოლმე, რომ გითხრა და ბოლოს მხოლოდ ამას გეუბნები, “დეე, გილოცავ”. რაც ლაპარაკი ვისწავლე, ყოველთვის ასე გილოცავ. შენ კი მიღიმი, მეხუტები და მეუბნები რომ გიყვარვარ. მე კი ისეთი უსინდისო ვარ, ისიც ვერ მითქვამს, რაც გუშინ მოვიფიქრე, დღეს სათქმელად. ვიცი დე, შენ ისიც გესმის მე რას ვფიქრობ და ამიტომ არ გწყინს ასეთი უაზრო რომ ვარ, რომ შენ არ გგავარ. მე ხომ ნორმალურად დაბადების დღეც კი ვერ მომილოცავს.

დე, მაპატიე, რომ ასეთი ვარ. კი მეუბნები, რომ  კარგი ვარ მაგრამ შენთვის არასოდეს ვყოფილვარ კარგი. შენ ხომ არც იცი როგორ მიყვარხარ.  არც ის იცი როგორ მძულს თავი, როცა შენ გაწყენინებ, როცა ვერ გეუბნები იმას, რაც ვიცი გაგახარებს და გაგაღიმებს.

დე, მიყვარხარ. გილოცავ დაბადების დღეს!

Posted on 07/11/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. 🙂 რა კარგია.🙂

  2. თვითგვემას აქვს ადგილი.🙂
    ხანდახან სიტყვები უბრალოდ არ არის საჭირო :*

  3. თბილი გოგო ))

  4. არასდროს არ ჩავხუტებივარ და მოვფერებივარ დედაჩემს :დ არადა ვგიჟდები.. უბრალოდ ვერ გამოვხატავ

    • მთლად მასეც არ ვარ, კიდევ კაი. აი, ზოგჯერ ვარ ხოლმე ხასიათზე, რომ მივუცუცქდები ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ხესავით ვარ😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: