რას იფიქრებს…

ბოლო დროს, ყველანი თავგამოდებით ვამტკიცებთ, რომ სხვა ადამიანების აზრები ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია. უხეშად რომ ვთქვათ, სულ ფეხებზე გვკიდია რას იტყვის მეზობელი თამილა, ლენა ან ციალა თუ რაიმე “უცნაურ” საქციელზე გამოგვიჭერს.
იქიდან გამომდინარე, რომ “გამოსაჭერ” საქციელებს ხშირად არ ჩავდივარ, განსაკუთებუთ მეზობლების თანდასწრებით (თუ არ ჩავთვლით აივნის მოაჯირზე ჯდომას, რაზეც დღემდე უსკდებათ გული), შემიძლია ვთქვა, რომ მეც სულ არ მაღელვებს რას იფიქრებს ვინმე ჩემზე. ისედაც არაფერი მაქვს დასამალი არავისთან, ვინც მიცნობს.
ამის მიუხედავად, ზოგჯერ მაინც მაინტერესებს ასეთი რამ: რომ არსებობდეს ვინმე, ვინც მთელი დღის განმავლობაში შეუმჩნევლად დამაკვირდება, მიყურებს როგორ ვიქცევი, სად დავდივარ, რას ვუსმენ, რას ვაკეთებ ან რას ვლაპარაკობ, ნეტავ რას იფიქრებდა ჩემზე?
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც იღვიძებს დილის 8 საათზე, სვამს ყავას, ჯდება კომპიუტერთან, თან ემზადება სახლიდან გასასვლელად. გზაში იმეორებს გამოცდაზე დასაწერ მასალას, თან მუსიკას უსმენს. მერე მიდის გამოცდაზე, ისეთი ბედნიერი სახით, თითქოს ახლახანს პარიზის დისნეილენდის საგზური მოეგოს. შემდეგ, ორსაათიან კოლიკვიუმს სიმღერ-სიმღერით და ფეხების ბაკუნით ამთავრებს, 45 წუთში. მერე კი თავქუდმოგლეჯილი გარბის, გაურკვეველი მიიმართულებით. იდეაში სახლისკენ მიდის, მაგრამ სახლი სხვა მხარესაა. ორსაათიანი “ფრენის” შემდეგ ეშვება დედამიწაზე და ბრუნდება შინ, რათა ხვალ ყველაფერი თავიდან დაიწყოს.
მართლა მაინტერესებს, რას იტყვის ადამიანი, რომელიც ასეთ საქციელზე გამომიჭერს. პირადად მე, ასეთი რამეები არავისგან მიკვირს, მაგრამ მაინტერესებს, სხვებისათვის რამდენადაა მისაღები და გასაგები.

ჰა? რას იტყვით?

Posted on 09/11/2010, in me, myself, I. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ჩემი შტერი გრინ მარი :*
    ეეთი რომ ხარ მაგიტომ მიყვარხარ. მართლა

  2. dato darbaidze

    mtavaria adamianma bednierad igrdzno tavi da sxva ras ityvis magrad unda daikido tundac imito ro is sxva shen bednierebas verasdros moganichebs….

    mari xar bednieriii ???? xoda daikide ciala :*

  3. კაი რა, შენ და მოაჯირი? როგორც მახსოვს ჩემი ყურებისას გულის ფრიალი გეწყება ხოლმე :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: