ფიცრიდან “ლაიქამდე”

ადამინებს ერთფეროვნება არ გვიყვარს. თანდათან ყველაფერი გვბეზრდება და რაღაც ახლის ძებნას ვიწყებთ, როგორც რეალურ, ასევე ვირტუალ ცხოვრებაშიც.

რაც fecebook-ზე ვარ, ასე მგონია უკვე რამდენიმე ეპოქა შეიცვალა იქ. ხან რას ავიჩემებთ, ხან – რას. ძირითადად ყველა “აჩემება” ვიღაცისთვის რაღაცის თხოვნასთანაა დაკავშირებული. იყო დრო, როცა დღეში 30 თხოვნა მომდიოდა, ფიცრებზე და ლურსმნებზე (Farmville-დან). სიმართლე რომ ვთქვა, ზოგჯერ არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ როცა არ მეზარებოდა და სიამოვნებით ვუგზავნიდი ყველას, სანატრელ სამშენებლო მასალებს. მეც ბევრი მიგზავნიდა საჩუქრებს, იმის მიუხედავად, რომ არასოდეს არავისთან მითხოვია. რატომ? არ ვიცი. ალბათ არ ზის ჩემში ასეთი რამ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ როდესაც ადამიანს რამეში დახმარება ჭირდება, უნდა დაეხმარო, თუ ეს შეგიძლია.

ვერ ვიტყვი, რომ ვერ ვიტან როცა რამეს მთხოვენ, თუმცა მე არასოდეს ვიქცევი ასე. არ ვიცი ეს აკიდებული კომპლექსია, თუ ასეთი დავიბადე, მაგრამ ცხოვრებაში არავისთვის მითხოვია რაიმეს ჩუქება, საკონტროლოს გადაწერინება, გზის მისწავლება. ლექციებზე, გაუგებარ თემასაც არასოდეს ვეკითხები ლექტორს. მიჩევნია ჩემით ვიწვალო და გავარკვიო, ვიდრე რამე ვიკითხო. ვინც არ მიცნობს, ეს ამბავი შეიძლება ზედმეტ სიამაყეში ჩამითვალოს. სამაგიეროდ, ყოველთვის შემიძლია მივასწავლო სხვებს გზა, გადავაწერინო საკონტროლო, ვაჩუქო ერთი ფიცარი ან “დავულაიქო” პოსტი, ზედმეტი ღრეჭვის გარეშე.

ჰოდა ასე! არ ჭრის ჩემზე “ნამუსზე ამგდები” PM-ები. ისედაც მშვენივრად ვიცი ვინ რას წერს და რამდენ “ლაიქს” იმსახურებს. ასე რომ, მიმიშვით გენაცვალე და როგორმე ჩემით მოვახერხებ თქვენი ლინკების მოძებნას. თანაც მერე მადლობის თქმაც არ დაგჭირდებათ😀

Posted on 14/11/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ui, gzis miswavlebas xshirad vtxov xolme. vinc micnobt, icit rom yvelgan vikargebi. virtualur qselebshi ki arasodes aravis vtxov. ho, martla pet society-shi uamravi qula maqvs da aveji. mainc aghar vtamashib da tu vinmes rame gindat, ar mogeridot. im blogerul konkurss kidev rac sheexeba, nu mo…nit tvini! vaxt!

    • იმ კონკურსის გამო ლამისაა მეც დავიწყო უცენზურო სიტყვების გამოყენება :)))

  2. თამაშის თხოვნები დავბლოკე (სუნ)
    გზის ჩვენებას ასე თუ ისე ვითხოვ როცა აზრზე არ ვარ სად ვარ, ან ის რაღაცს ად არის რასაც ვეძებ. საერთოდ კი მირჩვენია ჩემით ვქნა ყვე;ლაფერი.
    მაგრამ, როცა საქმე ამ კონკურსს ეხება აქ შეუძლებელია შენით ქნა ყველაფერი და გიწევს იმათხოვრო.
    ხო და მიუხედავად იმისა რომ მეც ვიტხოვე რამდენეჯრმე დახმარება, ადო მაინც სულ სხვაა

  3. ჰო,მე სპეციალურად მაგისთვისაც დამიმატეს :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: