ორშაბათიდან..

ორშაბათი –  დიდად არასოდეს მიყვარდა ეს დღე. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის სწავლის დაწყებასთან ასოცირდებოდა. გათენდებოდა ორშაბათი და იწყებოდა ხუთდღიანი წამება. ეს დღე ყოველთვის რაღაცის დასაწყისია. ადამიანები ხშირად ამბობენ: ორშაბათიდან ვიწყებ სპორტდარბაზში სიარულს, ორშაბათიდან სწავლას სერიოზულად უნდა მოვკიდო და ასე შემდეგ.

ყოველი ორშაბათიდან რაღაც ახალი იწყება. საერთოდ,  როცა რაღაცის დაწყება გინდა, ალბათ სულ არის აუცილებელი კვირის დასაწყისს ან ახალი მთვარის გამოჩენას დაუცადო, მაგრამ რას გაიგებ თუ უცხო ენა არ იციო, მითქვამს მე😀

ხვალ ორშაბათია, კიდევ ერთი შანსი მაქვს, რომ რაღაც შევცვალო. თუნდაც ვარჯიში დავიწყო (უკვე ძალიან გავსუქდი) ან რომელიმე, დიდი ხნის წინ დავიწყებული ცეკვა გავიხსენო. სწავლაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ამ საქმეში მხოლოდ შესაფერისი განწყობა თუ დამეხმარება. მოკლედ, ხვალიდან ჩემი თავი უნდა დავიბრუნო. ისეთი, როგორიც ყოველთვის მომწონდა იგი, როგორიც ვუყვარდი ჩემს მეგობრებს, როგორიც არავისთვის ვიყავი რაიმეს დამშავებელი და გულის მტკენი.

დედა მეუბნება ხოლმე, კარგი ხარ, მაგრამ საკუთარი თავისთვის არ ვარგიხარო. ჯანდაბას მხოლოდ ჩემი თავი, მაგრამ როცა ხვდები, რომ უკვე სხვისთვისაც მოგაქვს ზიანი, დროა რაღაც შეცვალო.

Posted on 15/11/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ra ziani mogaqvs? da tu ar mogwons aseti sheni tavi, mashin albat unda shecvalo ragac, magram orshabatidan ara, axlave daiwye.

  2. ორშაბათიდან უკვე გამოცდაზე მაგვიანდება შენი ბლგოის გადამკიდე : ო

  3. dato darbaidze

    adamians tavis tavistvis tu ar ‘varga’ rogor davijero ro sxvistvis ‘ivargebs’ :))))

    • ეგეთი მარტივი მსჯელობები ჩემზე არ ვრცელდება : D

  4. ძაან გასუქდი😐
    ამდენი მოიმატე 1 კგ?
    ვერა ხარ შენ ხომ იცი :დ
    ხო და რაც შეეხება ტერმინს “ორშაბათიდან” რასაც დაიწყებთ ორშაბათიდან ის შემდეგი კვირის ორშაბათამდეც ვერ გაძლებს

    • ერთი კი არა, მინიმუმ 3 მოვიმატე.
      ხოდა ვერაც ხარ და ანზორაც, თუ კაია😛

  5. ყველაფერი ორშაბათს იწყება,იგეგმება,ვრცელდება.მართლაც რომ საშინელი დღეა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: