მწვანე სინათლე

ყოველთვის ვამბობდი, რომ დეპრესიაში ჩავარდნა ლუზერი და უსაქმური ადამიანების საქმეა, რომლებიც ამ მდგომარეობაში ყოფნით ცდილობენ თავის გამართლებას.

რა ადვილია, ზოგჯერ უბრალოდ ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე და თავი “გაკოტრებულად” გამოაცხადო. რაღა მოგეთხოვება შენ, როცა  ცხოვრებამ, ისედაც ბორძიკ-ბორძიკით მოსიარულეს, ფეხი დაგიდო და მერე, წაქცეულს და შეშინებულს წიხლები მანამდე გირტყა, სანამ არ დარწმუნდა, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგებოდი. შენ კი მართლა გიჯობს არ წამოდგე, რადგან მშიშარა ხარ და აღარ გინდა მეორედ დაგემართოს იგივე. თუმცა იცი, უარესი მაინც ვეღარაფერი მოგივა. ახლა ვეღარავინ გაგამტყუნებს, რაც არ უნდა ჩაიდინო. ახლა ყველა ლმობიერი იქნება შენ მიმართ და თავზე ხელს გადაგისვამენ…

მაშინაც კი, როცა გზა აგებნევა და არ იცი საით იარო, არ დაიბნე, უბრალოდ ცას შეხედე და რომელიმე მნათობი მიგასწავლის სწორ ბილიკს.

როცა ფიქრობ, რომ უსარგებლო და ზედმეტი ტვირთი ხარ, გახსოვდეს, შეიძლება ვიღაცამ დღეს შენ გამო გაიღვიძა.

როცა მძიმე ტვირთის თრევით დაღლილს, ფეხქვეშ მიწა გამოგეცლება და ძირს დაენარცხები, ნუ შეგეშინდება, რადგან ირგვლივ ყოველთვის მოიძებნება, თუნდაც ერთი “დადებითი გამვლელი”.

თუ ოდესმე, სრულიად უცხო ქვეყანაში მოხვდი, სადაც არავის ენა არ გესმის, ნუ გაჩუმდები, რადგან ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, რომელიც შენი ლაპარაკის გაგებას შეძლებს.

თუ მაინც არაფერმა გიშველა და რაიმე შემაღლებული ადგილიდან გადაწყვიტე გადმოხტომა, დიდად ნუ იჩქარებ, მაგის გასაკეთებლად  მთელი ცხოვრება გაქვს წინ.

თუ უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობ გადატვირთული გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადახვიდე, იმედს ნუ დაკარგავ. ცოტა კიდევ დაიცადე და მალე შენთვისაც აინთება მწვანე სინათლე.

Posted on 18/11/2010, in მწვანე პოსტები and tagged , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ეს ჩემთვის დაიწერა?😀 ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი… მაშინაც კი როცა იცი, რომ დამარცხდები….

  2. სულ მწვანეზე გევლოს ))

  3. როგორ მომწონს ეს პოსტი. მგონი მესამედ წავიკიტხე. გუშინაც გიტხარი, ესეთი კარგი კაი ხანია არ დაგიწერია🙂
    პ.ს ჰედერი მომწონს :პ

    • ნეტავ შენგან რამე ცუდი გავიგო ერთხელ. იმდენს იზამ, თავში ამივარდება😀

  4. imedit agsavse postiiiiiiiiii

  1. Pingback: უთხარით დომენიკოს! | Something Stupid

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: