Waking Up

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. ალბათ იმიტომ, რომ საწუწუნო თემები შემომელია. მგონი, როგორც იქნა, ჩემმა სინდისმა გაიმარჯვა და გამოღვიძება მაიძულა. დღეს გადავხედე გასულ თვეს და თვალწინ საზარელი სურათი დამიდგა. მგონი მთელი ეს დრო მეძინა და მთვარეულივით ვმოქმედებდი. არც ერთი ნორმალურად გაკეთებული საქმე, 6-დან ორი საზიზღრად დაწერილი კოლოკვიუმი. დანარჩენებს როგორღაც ძველი ცოდნითა და ლოგიკური აზროვნებით მოვაბი თავი. არც ერთი აზრიანი ქმედება, უამრავი ხათაბალა და ხელჩაქნეულობის ზეიმი.

განგაში!

თუ მოვინდომებ, მგონი ჯერ  კიდევ შემიძლია გაფუჭებული საქმეების გამოსწორება.

ახლა ვამზადებ ორ პრეზენტაციას. ერთს “საერთაშორისო ბიზნესში”, მეორეს – “ფინანსურ აღრიცხვაში”. ორივე მაინორი სპეციალობის საგანია. ასეთი დავალებების შესრულებაში დიდი გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ ცოტა მეშინია.

ვცდილობ ეკონომეტრიკას მივხედო. ვინმე მჭირდება რომ ამ საგნის სწავლაში დამეხმაროს, ან დაჯდეს და ჩემთან ერთად იმეცადინოს, თორემ მარტო ვიბნევი.

სახლი – უნივერსიტეტი – სახლი. მხოლოდ ამ მარშუტით ვსარგებლობ. ვცდილობ ფეხი არსად გავადგა და უაზრობებისთვის არ მეცალოს.

მუსიკა ახლა ჩემი ერთადერთი გასართობია. ვუსმენ ყველაფერს, რასაც სარა ბრაიტმანი მღერის. მთავარია მისი ხმა მესმოდეს და სულ ერთია რას იმღერებს. ფორტეპიანოსაც დავუბრუნდი და რაღაც-რაღაცები გავიხსენე. ზოგიც – ვისწავლე.

თუ ასე გავარძელე, მგონი მოვახერხებ თავს ვუშველო და ზედმეტი სანერვიულოები ავირიდო.

წარმატებები მე და თქვენც.

Posted on 22/11/2010, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. როგორ მიყვარს ასე რომ ცდილობ წესიერების გზას დაადგე :დ

  2. dato darbaidze

    am gogoes ro veubnebi depresiuli xartqo mekamateba :))))))))))))

    mari ert rames girchev nu cdilob yvelapershi cudi dainaxo. mxolod da mxolod kargs shexede da bednieri iqnebi damijere. da risi gamosworebac ar sheileba kide daikide ! ! !

    memgoni vxvdebi shen rac ginda… kargad rom gicnobde dagiwerdi :))))

    • დეპრესია კი არა, სიზარმაცე მჭირს. გამოსწორება ყველაფრის შეიძლება. ვერ გამოვასწორებ და ჩემი აჯობებს:mrgreen:

      • დათო რას ხვდები? :დ :დ :დ :დ
        რა საინტერესოა მე რაც გავიფიქრე ის იფიქრე?

      • dato darbaidze

        shen ar vici ra ipiqre magram getyoba kai araperi gipiqria :)))

        geubnebi mari sizarmace araper shuashia arapershiii :))))

      • კარგი ხო, ვაღიარებ. თავში აგური დამეცა და მას მერე ‘ცოტა’ ვერ ვარ. წამიყვანეთ ახლა ფსიქიატრიულში. იქ არის ჩემნაირების ადგილი😛

  3. დათო რავიცი მე ცუდს იმაში ვერ ვხედავ და… 😀😀
    ნუ ვისთვის როგორო ნათქვამია და.. :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: