პოზიტივი (ანუ მშვიდობით სათვალეებო)

დღეს დიდი დალაგების დღე მაქვს. ყველა ჩანთა და კარადა საფუძვლიანად დავაცარიელე. მერე ავდექი და ზედმეტი აგურები და პესიმისტური განწყობის ფონზე დაწერილი ბოდვები საგაგვეზე მოვისროლე. ისე, კაი დროს კი დავამთხვევ ხოლმე, არა? სადაცაა ევროპიდან მომავალი, გადარეული და დაბოღმილი ციკლონი დაგვეტაკება და კაცმა არ იცის რას გვიზამს. აი დარდი. მე ჩემს 39 ზომა ბოტასებზე მკიდია ეგ ამბავი და კიდევ ყველა სხვა ამბავი, რომელიც მცირე დოზით მაინც შეიცავს უარყოფით ემოციებს.🙂

არადა, როგორ მეშინოდა დეკემბრის. აი, ისე სასტიკად მეშინოდა, ნოემბერს ვეხვეწებოდი, არ წახვიდე, ზამთართან მარტო არ დამტოვო-მეთქი, მაგრამ მაინც წავიდა. ძალიან ეჩქარებოდა, მხოლოდ 30 დღე ჰქონდა დრო.

თურმე, თუ მოინდომებ, ზამთარშიც შეიძლება პოზიტიურ განწყობაზე იყო. თან ისეთ პოზიტიურზე, რომ მთელი გულით გეცოდებოდეს ყველა ადამიანი, რომელმაც არ იცის სად შეინახოს თავისი ბოღმა და მთელი მონდომებით აფრქვევს ამ ისედაც დაბინძურებულ გარემოში.

დღეს ბოლოჯერ ვიყავი თვალის ექმითან (2010 წლისათვის). ოღონდ, ძველ ექიმთან აღარ მივსულვარ. მომბეზრდა ჩემს თვალებზე ექსპერიმენტების ატანა. მერჩივნა ისეთი ექიმი მენახა, რომელიც ნორმალურად ამიხსნიდა რა სჭირთ ჩემს თვალებს და მიზეზებსაც დამიკონკრეტებდა. მოკლედ, დღეიდან “აჩკარიკა” აღარ ვარ😀 საკმაოდ სახალისო გამოდგა 4 საათის განმავლობაში თვალის კლინიკაში ყოფნა და უამრავი გამოკვლევის ჩატარება. ბოლოს დაასკვნეს, რომ განსაკუთრებული არაფერი მჭირს. მარცხენა თვალის მინუსიც ოდნავ გამსწორებია. ნაკლებად დაბნეული რომ ვიყო, ალბათ ყველაფერს უკეთესად დავინახავდი, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია ის მაინც დავინახო, რისი დანახვაც მინდა.

ჰოდა, რისი დანახვა და მოსმენა მინდა მე ახლა? არა, იქამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა, მაგრამ თუ ჭკუით მოვიქცევი, რეალური შანსი მაქვს რომ 31 დეკემბერს ბათუმში ჩავიდე და დავინახო (თუ იქამდე ციკლონმა არაფერი იცუღლუტა).

ჰოდა, მშვიდობით სათვალეებო, დემენტორებო, მაღლივის ხიდიდან თავდაყირა გადაკიდების სურვილო, წუწუნის ხასიათო და წვეტიანო აზრებო😛

Posted on 06/12/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. ❤❤ თუ ჩამოვა იმედია წახვალ❤❤ ხო, და დემენტორს რა ჯანდაბა უნდოდა შენთან?
    აუ მარ, შენი პატრონუსი გრინჩია?

    • დემენტორს რა ევალება შენი აზრით? არა, გრინჩი არ არის ჩემი პატრონუსი🙂

  2. vin gecodeba?:D

  3. რაოო? ბოლოს ვერ გავიგე, ლინზებს იკეთებ თუ არა? :დ მეც მინდა :ს
    მაღლივის ხიდიდან გადმოკიდებას რას “ერჩი”, მშვენიერია :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: