მოსიარულე ბლოგერები

“ღამის 2 საათზე, ახალი პოსტის ფანჯარას რომ გახსნი და წერას დაიწყებ, ე.ი. ან ბლოგერი ხარ, ან ადამიანი, რომელსაც ბლოგი აქვს” – სიბრძნე #00127431 (C) მწვანე მე.

ოდესღაც, როცა თსუ-ში ჩავაბარე და აღმოჩნდა, რომ ჩემი ფაკულტეტი მე-10 კორპუსში, ანუ “მაღლივში” იყო განთავსებული,  მაშინვე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ მე მხოლოდ სტუდენტი კი არა, “მაღლიველიც” გავხდი. ამის მიზეზი მხოლოდ ის მოარული და ბევრჯერ გაგონილი ხუმრობები თუ სტერეოტიპები იყო, რომ მაღლიველებმა ფრენა იციან, მაღლიველები უცხოპლანეტელებთან მეგობრობენ და ყველაფრის მიუხედავად ისინი მაინც ადამიანები არიან. გაგიკვირდებათ და სულაც არ არის აუცილებელი მათი მოშინაურება ან რამე განსაკუთრებული ენის ცოდნა იმისათვის, რომ მაღლიველს დაელაპარაკო. ეგ კი არა, ანეკდოტებიც გამიგია, დაქალები რომ ჭორაობენ, დღეს ცოცხალი მაღლიველი ვნახეო.

ჰოდა რა მინდოდა ახლა ამით მეთქვა? ა, გამახსენდა.  ბოლო დროს “ბლოგოსფეროში” ახალი  და მეტად საჭირბოროტო საკითხია წამოჭრილი, განსხვავდებიან თუ არა ბლოგერები ადამიანებისაგან ან განსხვავდებიან თუ არა ბლოგერები იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც ბლოგი აქვთ?


ზოგს ბლოგერის სტატუსის ქონა უფრო უხარია, ვიდრე ბლოგის. ზოგი ფიქრობს, რომ მხოლოდ ბლოგის ქონა და პოსტების წერა სულაც არ არის საკმარისი ჭეშმარიტი ბლოგერის სტატუსის მოსაპოვებლად. ზოგი Top.ge-ს რეიტინგების მიზედვით აფასებს თავისი ბლოგერობის ხარისხს, ზოგი კომენტარების რაოდენობით, ზოგი იმით თუ რამდენ ბლოგერს იცნობს. ოჰ, რამდენჯერ ვახსენე ერთ აბზაცში ეს სიტყვა. ბლოგერი მქვია ახლა მეე?

მოკლედ, მგონი აღარ არის საჭირო ბევრი ლაპარაკი. ისედაც გასაგებია, რომ მარაზმია ეს ყველაფერი და უბრალოდ არ ღირს ამდენი ყურადრების გამახვილება ამ მწვანედ გაფერადებულ საკითხზე. ცოტა უფრო ნაკლები თავისუფალი დრო რომ გვქონდეს, ალბათ ეს ამბავი არც არასოდეს შეგვაწუხებდა.

Posted on 08/12/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ბლოგერი გქვია როცა არეგისტრირებ ბლოგს და იწყებ წერას. მაგრამ ბლოგერიც არის და ბლოგერიც

  2. მოგცლია ^^

  3. მე ისე მიყვარს ბლოგი და ბლოგისფერო, სივიშიც კი შევიტანე

    P.S. ამიტომაც არ ამიყვანეს არსად ჯერ :დ

  4. სიბრძნე მომეწონა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: