მომწვანო მოლოდინი

ცოტა ხნის წინ, ჯიუტად გავიძახდი, ჩემს ბლოგზე ზამთარი ფეხს ვერ შემოდგამს-მეთქი. ჰოდა,  ვიდექი და მთელი მონდომებით ვდარაჯობდი, საიდანმე ყინულის ნატეხი ან თოვლის გუნდა არ შემოესროლა ცუღლუტ დეკემბერს. ისიც ირონიულად მიღიმოდა და ქირქილებდა, ვნახავ ერთი, რამდენ ხანს გაძლებ მასეო. მეც დავიღალე. ჯერ ცალი თვალი დავხუჭე, მერე მოერეც ზედ მივაყოლე, ბოლოს ჩამთვლიმა და ამასაც მეტი რა უნდოდა?შემოიჭრა ჩემს მწვანე ბლოგზე და მოედო ყველაფერს. რა მეგონა ნეტავ? შარშანაც ასე არ მოიქცა?

მოკლედ, მანდარინის სუნს ვიგრძნობ თუ არა, მაშინვე საახალწლო განწყობა იბუდებს ჩემს გონებაში. ამას დამატებული მეორე ოთახში გამობარგება, სადაც გამათბობელი დგას და იქვე, სავარძელში ხშირად მეძინება, კატასავით მოკალათებულს. გუშინ გრინჩსაც ვუყურე. ვიცი, ახალ წელს ისედაც ხშირად იქნება ყველა არხზე, მაგრამ იმ დროს მე გამოცდები მეწყება და წესით ტელევიზორისათვის არ უნდა მეცალოს. სულ ბოლოს “მარტო სახლში” დგას რიგში და ასე მომეპარება 2011-ც. თუმცა სულაც არ ვაპირებ 2010-ს ასე ადვილად გაშვებას. მთელი გულით მიყვარს ეს წელი, თითოეული თავისი დღითა და წამით, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს მეხსიერებაში არსებობს. მე კი მშვენიერი მეხსიერება მაქვს🙂

რადგან თოვლის ბაბუის არსებობის არასოდეს მჯეროდა (კიდევ კარგი, თორემ ვერ გადავიტანდი ვინმეს რომ ეთქვა არ არსებობსო), განსაკუთრებული სურვილებიც არ მომიფიქრებია. რომც მოვიფიქრო, მაინც ეჭვი მეპარება ვინმეს მათი შესრულება შეეძლოს (ჩემ გარდა)😀 ჰოდა ასე. დღეიდან მეც ველოდები 31 დეკემბერს.

Posted on 09/12/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ^^ მაინც მწვანეა აქაურობა თან ზამთრის ელფერი დაჰკრავს ^^

  2. ar miyvars es axali weli da arc velodebi arasodes. reavic.😛

  3. 2010 მართლა ბევრი კარგი რამ მოხდა, არასოდეს მიცდია წლების ესე დამახსოვრება ^_^

  4. ძალიან ძალიან თბილია🙂 წავიკითხე და მომეწონა და თან შენი მწვანე ბლოგიც ძალიან მომწონს და წინასაახალწლო განწყობაც უხდება :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: