ჩემ გარშემო

დღეს შევამჩნიე, რომ გაცილებით უფრო ემოციური გავხდი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ადრე თუ ცხვარივით მშვიდი ვიყავი და ემოციებს მხოლოდ მიმიკებით გამოვხატავდი, ახლა სულ მცირე სიხარულიც მყოფნის, რომ ერთ წამში, ჩემი განწყობით მთელი ქვეყანა თუ არა,  ახლომდებარე ტერიტორიები მაინც შევაწუხო: ვიხტუნო, ვირბინო, ვიმღერო, ვიცინო, იდაყვზე ვიკბინო, ყირაზე გადავიდე… მოკლედ, მოვიფიქრებ კიდევ რამეს. ჰოდა, ასეთ განწყობაზე მყოფი, განა შეიძლება ფიქრობდე, რომ შეიძლება ერთ წამში ღრუბლებიდან მიწაზე მოადინო ბრახვანი? არ შეიძლება, მაგრამ ეს უკვე გარდაუვალი რეალობაა და ვცდილობ შევეგუო. თუ ვერ შევეგუე, იმას მაინც ვცდილობ, რომ მიწაზე დაცემისას თავი მაინც არ დავარტყა. ჰოდა გაისმა წეღანაც ასეთი

ბახ!!!

და ზედ მეორეც, ოღონდ ეს უკვე კარის გაჯახუნების ხმა იყო. ჯიბეში ყურსასმენები, ფოტოაპარატი და გზა, რომელიც ყველაზე ახლოსაა და ყველაზე ბევრჯერ მაქვს გავლილი. დიახ, ეს ჩემი ეზოა, ჩემი სასეირნო ბილიკი, ჩემი გარემო. ყველაფერი, რასაც ყოველდღე ვხედავ. ფოტოები დიდი არაფერი, მაგრამ ახლა ამ განწყობაზე ვარ.

ასე ჩანს ეზო, ჩემი კორპუსის ერთ-ერთი სართულიდან. ახლა ქვევითაც ჩავიდეთ.

ეს ბავშვთა გასართობი პარკი, არჩევნების დროინდელი გადმონაშთია. ღამით დამთრგუველ სანახაობად მომეჩვენა, მაგრამ დღისით, ბავშვები რომ შეესევიან, გაცილებით უფრო მხიარული ადგილი ჩანს. არ ვიცი რამდენად ამჩნევთ, მაგრამ ერთ-ერთ სკამზე მოხუცი ქალი იჯდა და გვერდით ძაღლი ება.

ესეც საღამოს განათება, რომელიც სხვებისაგან იმით გამოირჩევა, რომ ყოველ ორ წუთში ქრება და რამდენიმე წამში ისევ ინთება. ჩემი აივნიდან მოჩანს და რაც მახსოვს, სულ ასეთი საქციელი აქვს.😀

პროკრედიტი. ყოველი კორპუსის პირველ სართულზე თითო ბანკია გახსნილი, თუმცა აქ შემსვლელი ჯერ არავინ დამინახავს მე.😛

ესეც ის, ჩვენ რომ ვიცით🙂 იმ ბიბლიოთეკაში მაინც არავინ დადიოდა და ბოლოს ეს გახსნეს.

ესეც მშობლიური საშაურმე. მგონი თემქაზე მეტი არც არის. ადრე, სანამ საკვებთან ჯერ კიდევ ადამიანური დამოკიდებულება მქონდა, ხშირად ვსტუმრობდი ამ დაწესებულებას.

ეს კი მეტად ორიგინალური საახალწლო განათება. ჩვენკენ სულ ასეთებია. მართალია ზოგი ასე მთლიანად არ ანთია, მაგრამ უკეთესიცაა, დენი დაიზოგება. ეს აქ მანამ ენთება, სანამ ზაფხულის სიცხე არ გადაწვავს და ჩამოადნობს. მის წინამორბედ ილუმინაციებსაც ასე დაემართათ, როცა ორწლიანი ციმციმის შემდეგ, მოკლე ჩართვის შედეგად დაუბნელდათ ნათურები.

დანარჩენ “ღირსშესანიშნაობათა” ფოტოების ატვირთვა მეზარება ახლა. ლომბარდზე, პოლიციის შენობაზე და გიგანტურ სუპერმარკეტზე სხვა დროს დავწერ. ახლა კი ვტაგავ სიყვარულოვნას, ჭინკას, და ვეკოს. მაინტერესებს მათი ეზოების ნახვა🙂

Posted on 10/12/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ანუ ჩემი უბანი უნდა აღვწერო? )) ოკ )) ერთ საღამოს მეც ვესტუმრები ნ.გომელაურის შემოგარენს )))

    ოღონდ, იქამდე ჯერ შენი სუპერ გამნათებელი ციფრული უნდა მათხოვო, ჩემი კარგად არ გაანათებს ღამეშi😛

    სულ ერთი საღამოთი ^_^

  2. ^_^ ჰეჰ, რა საინტერესო იყო. აშკარად დღე რომ ვნახე უკეთესი იყო შენი ეზო ^_^
    ხო და ჩემს ეზოს განახებ. ოღონდ დიდი არაფერია. სულ ორიოდე სურათი დამჭირდება

  3. ომგ მარი თემქის X კვ. : ) რა საინტერესოა და იცი თუ არა რომ ზუსტად მანდ მაქვს სალონი გახსნილი? (თემქის Xკვ 25 კორპუსი შენს გვერდით): ) სურათებს ვათვალიერებდი და რაღაც მესიამოვნა: ) შემომიარე თუ შეძლებ და გავიცნოთ ერთმანეთი

    • სალონი?🙂 მანდ თუ სალონი იყო არც ვიცოდი. შემოგივლი, თუ მოგაგენი🙂

      • ხო საქართველოს ბანკის შენობაშია: ) შაურმა გავსინჯე მანდ და ნამდვილი საშინელება იყო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: