დისპერსია და რეგრესია

ამას თუ ოდესმე ვიტყოდი არ მეგონა, მაგრამ რას არ დაგაწერინებს ადამიანს გაჭირვება. მოკლედ, ორი დღეა სიზმარში დისპერსიული ანალიზის ძირითად ფორმულaს და წყვილური რეგრესიის მოდელს ვხედავ, რომელსაც ვერაფრით მოვუხერხე იდენტიფიცირებული განტოლების ჩაწერა და ეკონომიკური შინაარსის განმარტება. ჰო, ეს ეკონომეტრიკაა – მაღლიველთა ტკივილი და დარდი. ვინც არ იცნობთ, ეკონომეტრიკა დიდი გაიძვერა საგანია. არაფრით გასწავლინებს თავს, თუ ჯერ კარგად არ მოგიშალა ნერვები. წაკითხვა და დამახსოვრება ამაზე არ “ჭრის”, გამოცდაზე არც ინტუიცია გიშველის და არც მიხვედრილობა. ტექნიკური აზროვნება უნდა გაგაჩნდეს, ძლიერი ნერვები და სხვა საგნებიდან დაგროვებული ცოდნა-გამოცდილება. 

რადგან ეკონომეტრიკა ყველაზე “ვაზელინ” საგნადაა ცნობილი და ცდილობს ყველას შეეტენოს, უკვე მეშინია, რომ ჩემი უდარდელობის გამო შეიძლება 5 კრედიტი დავკარგო. ჰოდა ავამოქმედე თავის გადარჩენის ინსტიქტი. 

ჯერ შორიდან მივეპარე – არ დაფრთხეს-მეთქი. მერე ცოტა გავუთამამდი და ახლოსაც მივედი, მაგრამ ეშმაკობას მიმიხვდა და დამემალა. ბევრი ვიკითხე, ვუტრიალე, ხან თეორიას ვუკირკიტე, ხან ამოცანებს მივადექი. მერე წიგნიც ამოვაბრუნე, იქნებ ასე უფრო გავიგო-მეთქი. არაო. არ ხარ ახლა ჩემს ხასიათზე და მაინც ვერაფერს გამიგებო. აი ასე თავხედურად სცადა ჩემი თავიდან მოშორება. თურმე ამ საგნის მთვარი მუღამი სწორედაც ისაა, რომ უნდა გაბრაზდე და აზარტში შეხვიდე. დავავლე ლურჯ გარეკანში ხელი და ის იყო უკვე ფურცლებით თრევას ვუპირებდი, მოულოდნელად რაღაცამ გამოანათა. 

ესეც ასე. თუ გული გულობს და ტვინი ტვინობს, მიუხვედრელი და გაუგებარი არაფერია. ახლა ერთი სული მაქვს როდის დამემატება ბაზაში კიდევ 30 კრედიტი და ძირითადი სპეციალობის საგნების სწავლასაც დავიწყებ😛

Posted on 14/12/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ვაიმეეე :დ გაგაგიჯებს ეგ სწავლა შენ

  2. გოგო, ჩემ წიგნთან რა გინდა, არაფერი დამართო :დ :დ

    ჩააბარებ აბა რას იზავ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: