ციყვები VS. მე

ორშაბათიდან მოყოლებული ფრიად თავისებურ ხასიათზე ვარ. ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები ვიბოდიალო და მთელი დრო სწავლასა და უნივერსიტეტში სიარულს დავუთმო. არ მაინტერესებს რამდენად ხარისხიანად ვახერხებ ამ ყველაფერს. მთავარია, რომ კონსპექტების ბუდეში ვზივარ, ოთახიდან ოთახში ქსეროქსებითა და წიგნებით დავიარები. ღამითაც ყურადღებით მძინავს, ეგებ ეკონომეტრიკის ამოცანის ამოხსნა დამესიზმროს. ჰოდა, რაც მთავარია, დღეს არ ვაცდენ, რომ მაღლივში არ ავიდე. დღესაც ასე წავედი. მარშუტკაში ვიღაც ქალს მიცვალეულის ყვავილები ეკავა და ისეთი სუნი მცემდა, მეგონა იქვე ცელიანი კაცი იყო ჩასაფრებული. ასე, წვეტიანი აზრებით გაბერილი მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე და ის იყო უკვე სემინარზე ავარდნას ვაპირებდი, ჩემი სახელი მომესმა:

მარიამ!

ფოიეში ჩემი სამი ციყვი იდგა. თიკო, როგორც ყოველთვის, “ნახეშენრადღეშიჩაგაგდო სახით მიყურებდა, იზა ისევ “არგრცხვენია?” თვალებს მიბრიალებდა, თეოს ღიმილში კი – “ეჰშენიგამოსწორებაარიქნება” იგრძნობოდა. თავიდან მეგონა ჩემი ეკონომეტრიკის ქულა გაიგეს და მაგრად დამცხა. თუმცა სამივე ერთად რომ დამაცხრა და ვინ რას მიყვიროდა ძლივს ვარჩევდი, მივხვდი, ყველაფერი ჩემი “გაუჩინარების” ბრალი ყოფილა. ჰოდა ვიდექი და :user: სახით ველოდი როდის დაამთავრებდნენ ჩემი უმსგავსო საქციელების დაგმობას, რომ სამივეს მაგრად ჩავხუტებოდი. თურმე როგორ მომნატრებიან…  ეგ კიდევ არაფერი, თურმე იმათაც ვენატრები და რომ ვერ მხედავენ, ერთმანეთს ეკითხებიან, რამე ახალი ხომ არ გაუგიათ ჩემზე. თიკო უკვე ინტერპოლის დახმარებით მიპირებდა მოძებნას.

ჰოდა, ვარ ასე, დატუქსული და გულაჩუყებული. წავალ ახლა, ისევ რამეს ვიმეცადებ (თუ არა, მეცადინეობის იმიტაციას მაინც გავაკეთებ).

Posted on 16/12/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. 🙂🙂🙂🙂🙂

  2. აუხ :დდ როდის იყო მეგობრებს ეკონომეტრიკის ქულა აინტერესებდათ როცა ასე ეკარგებათ ვინმე ^^

    • მეგონა რაღაც დავაშავე და მაგაზე უარესი არაფერი ჩამიდენია კაი ხანია. ასე რომ თავიდანვე ეგ მომივიდა თავში🙂

  3. ციყვებიიიი :დ :დ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: