ცხოვრებასთან ვალში

გუშინდელი იღბლიანი დღის შემდეგ, სულ არ მინდოდა ახლა მორიგი მოთვითგვემო პოსტი დამეწერა, მაგრამ რას ვიზამ? უკვე ძალიან შევაწუხე ჩემი თავი წვეტიანი აზრებით და არ შემიძლია არ დავწერო.

მოკლედ, ბოლო დროს ბევრ რამეში მიმართლებს. რა თქმა უნდა, მიხარია, აბა უმადური ხომ არ ვარ ისე შევიფერო, ვითომც არაფერი? ჰოდა, მეც მიხარია. მიხარია მანამ, სანამ ისევ ჩემებური აზრები შემაწუხებენ. ვიწყებ გარკვევას თუ რატომ გამიმართლა მაინც და მაინც მე, როცა შეიძლება ამას სხვა უფრო იმსახურებდა. მერე იმასაც ვფიქრობ, რომ როცა ერთხელ რამეში გაგიმართლებს, მალე ეს სიხარული რამე უბედურებაში გამოგექვითება. მგონია, რომ რაღაც-რაღაც საკითხებში ცხოვრება ძალიანაც სამართლიანია. ყველაფერს აბალანსებს და ხახვივით არაფერს შეგარჩენს. ეს მიხარია კიდევაც. ყოველთვის, როცა რამეს ვაშავებ, ვიცი ამისთვის უეჭველად დავისჯები და სინდისის ქენჯნაც აღარ შემაწუხებს, რადგან სასჯელი დანაშაულს გამიბათილებს. ასეთივე პრინციპით ვმსჯელობ მაშინ, როცა რამეს დაუმსახურებლად ვიღებ (თუმცა, არ მახსენდება როდის დავიმსახურე ნებსიმიერი რამ, რაც გამაჩნია).

ჰოდა, ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო, “ქარის მოტანილს, ქარივე წაიღებსო” – ამ ანდაზის მჯერა ძალიან და კიდევ იმას დავამატებ, რომ მეზიზღება, როცა ვინმესთან ვალში ვარ, როცა ვინმე ჩემზე ზრუნავს, როცა ძალიან მიმართლებს, როცა ზედმეტი ფული მაქვს…

ვერ ვიტან, როცა თავს დავალებულად ვგრძნობ ცხოვრებისაგან!

Posted on 19/12/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ნუ ეძებ თივაში ნემსს, თორე აუცილებლად იპოვი და მწარედ შეგერჭობა :დ

  2. ნეტა არ უბერავდე შენებურად ^^ წვეტიანი აზრები ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: