მარტო სახლში

წინასაახალწლო და საგამოცდო პერიოდი მიდგას. წესით, ახლა ერთ გაწამაწიაში უნდა ვიყო, აქეთ-იქით დავრბოდე და საპრეზენტაციო თემებს ვამზადებდე. მე კი ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, შემიძლია ვთქვა, რომ სრულ განცხრომაში ვიმყოფები. მიუხედავად იმისა, რომ წესით 31 დეკემბერსაც კი ლექციებზე უნდა ვიჯდე, ჩემთვის უკვე ყველგან არდადაგების სუნი ტრიალებს. თბილად ვზივარ სახლში, უშველებელი ჭიქით ლიმონიან ყავას მივირთმევ, მუსიკას ვუსმენ, პიანინოს ვუკრავ და ახლა ახალი გასართობებიც ვიშოვნე. საახალწლო განწყობაზე ვარ და რადგან ნაძვის ხის დადგმა ჯერ ადრეა, ამიტომ ვზივარ და კრის კოლამბუსის ფილმებს ვღეჭავ. ალბათ მილიონჯერ მინახავს “მარტო სახლში” და “ჰარი პოტერის” პირველი ორი სერია. ჰოდა რადგან კოლამბუსის ფილმები ყოველთვის კარგ განწყობას მიქმნიან, მეც ვნახავ კიდევ ერთხელ, ჩემი რა მიდის?

“მარტო სახლში” ჩემი ბავშვობის უდიდესი გატაცებაა. ყოველთვის, როცა მარტოს მტოვებდნენ, თავს მაშინვე ქევინად ვგრძნობდი და ჰაიდა… იწყებოდა მერე ბრძოლა, ჩემს წარმოსახვით მტრებთან. სახლს ყირაზე ვაყენებდი, სამაგიეროდ, დედაჩემის დაბრუნებამდე ყველაფერს ისევ თავის ადგილას ვალაგებდი და სულ არ ვიმჩნევდი, რომ კარადის სახურავიდან გადმოვარდნილს ძალიან მტკიოდა ფეხი ან იდაყვი.

“ჰარი პოტერს” რაც შეეხება, ვცდილობ ჯანსაღი დამოკიდებულება შევინარჩუნო. ვაღიარებ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ვყავდი ჩათრეული, მაგრამ პოტერმანია ნამდვილად არ მჭირს. უბრალოდ მომწონს და მაინტერესებს, მეტი არაფერი.

Posted on 21/12/2010, in სხვადასხვა, me, myself, I, Movies and tagged , , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. home alone❤
    მე რომ ისევ დაგრუზულივითვარ :დ
    საუბარმა გაგახსენა ხო მარტო სახლში? :დ
    :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: