“Teatro del Silenzio” ბათუმში

ყველაფერი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. 2. 10. 2009 – როცა ერთ-ერთ ქართულ საიტზე რაღაც მიუზიკლის მოძებნას ვცდილობდი და შემთხვევით წავაწყდი კონცერტს

Andrea Bocelli. Vivere – Live In Tuscany

დამაინტერესდა. მანამდე მისი მხოლოდ რამდენიმე სიმღერა ვიცოდი, ისიც სარა ბრაიტმანის გამო და ეს კონცერტიც იმიტომ გადმოვწერე, რომ იმედი მქონდა იქ სარასაც ვიხილავდი. არც შევმცდარვარ.

მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ახალი ფლეილისტი გაჩნდა. უკვე 15 თვეა რაც ანდრეა ბოჩელის ვუსმენ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, მაქვს თუ არა მუსიკა ჩართული. გამოცდაზეც კი, როცა სრულ სიჩუმეში ვზივარ და საწერ თემაზე ვფიქრობ, გონებაში ყოველთვის რომელიმე მელოდია ჩამესმის. ერთხელ, ყველაზე საზიზღარი გამოცდის დაწყებამდე, მერხზე მთელი “Canto della Terra” დავწერე და მერე სასწრაფოდ წავშალე, რომ დამკვირვებელს შენიშვნა არ მოეცა. მაშინ ვერც ვიფიქრებდი თუ შეიძლებოდა ოდესმე ეს სიმღერა ცოცხლად მომესმინა. ამაზე ოცნებაც კი ზედმეტი მეგონა. თავიდანვე შევეგუე, რომ მთელი ცხოვრება Youtube-ს იმედად უნდა ვყოფილიყავი.

მოკლედ, ახალი წლის ღამეს, ბათუმში ანდრეა ბოჩელი იმღერებს. მერე რა, რომ აქ Teatro del Silenzio არ გვაქვს? აწი სულ ერთია რა მეგონა მანამდე და ისიც, თუ რამდენი დრო მოვანდომე დედაჩემის დათანხმებას, რომ იქ წავეყვანე. მთავარია, ის აქ იქნება და მეც შევძლებ ვნახო. მიხარია, ყველაზე მეტად.🙂🙂

Posted on 26/12/2010, in სხვადასხვა, me, myself, I, music and tagged , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. wow, რა მაგარია, გილოცავ :* :* :* უკეთესს ვერაფერს ინატრებდი

  2. აქაც გილოცავ მარ :* დაიმსახურე :* :*

  3. ააა, გილოცავ :*
    იიიშ, რა მაგარია რომ მშობლები დაითანხმე :დ

  4. magariaa dzaan…kargi axali weli geqnebaaaa

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: