2010-ის ბოლო

სულ მალე 2011 მოვა. როგორც იქნა მეღირსა და ნაძვის ხის ნაწილები ყუთიდან ამოვალაგე. არაო, სადღა შემიძლია ამდენ ხანს ფეხზე დგომა და ციმციმი, უკვე დავბერდი და რადიკულიტი გამიჩნდაო – ბუზღუნებდა ჩემი ნაძვი, რომელიც უკვე თითქმის ჩემი ასაკისაა. გარეგნულად ჯერ არაფერი ეტყობა, ასე რომ იძულების წესით მაინც ამოვწიწკნე თავისი ყუთიდან, სადაც მთელი წელი სძინავს ხოლმე და მხოლოდ დეკემბრის ბოლოს ვაღვიძებ.

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, დედაჩემს ყოველთვის შოპინგომანია ეწყება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ან ძალით უნდა წამიყვანოს საყიდლებზე, ან ფული უნდა მომაჩეჩოს, რომ ჩემით ვიყიდო რაც მომინდება. წელს არაფრის ყიდვას არ ვაპირებ (ჩემი ნებით). არაფერი მინდა და იმიტომ. რაც მთავარია, მატარებლის ბილეთები უკვე უჯრაში მაქვს ჩაკეტილი და ერთი სული მაქვს როდის გავუდგები გზას ბათუმისაკენ.

უკვე 2010 წლის ბოლო დღეებს ვითვლი და სულ არ მახსოვს როგორ დაიწყო ყველაფერი. ისიც არ მახსოვს წინა 31 დეკემბერს რა სურვილი ჩავიფიქრე. ძალიან მრავალფეროვანი წელი იყო და ცოტა რთულიც. ამიტომ ზოგიერთ სირთულეს “რედუციო” ვუთხარი და ისე დავაპატარავე, ბოლოს საერთოდ უგულებელვყავი, როგორც ნივთიერი წერტილი. იმედია ამ უპასუხისმგებლო საქციელს ოდესმე გამოვასწორებ. მგონი წელს არც არაფერი გამიკეთებია ჭკვიანური. პირველი კურსი თუ მაინც ნორმალურად დავხურე, მეორეზე უკვე გამოცდების გადათრევაზე ვფიქრობ. როცა უკვე მეგონა, რომ მოვჭკვიანდი, ისევ სულელეური გამოხდომები დამეწყო. დროა შევეჩვიო, რომ არასოდეს გავიზრდები და შევიცვლები.  მგონი ასე გიჟებს ემართებათ. არც გარემო მოქმედებს მათზე და არც ირგვლივ მყოფი ადამიანები. მაინც თავისას უბერავენ და უხარიათ.

ესეც ასე. მგონი ზოგადად მაინც განვიხილე  2010-ის დროინდელი თავისებურებები. ვაპირებ ეს წელი არსად გავუშვა. ერთ დიდ ხურჯინში გამოვამწყვდევ და მეყოლება ჩემთვის😀

Posted on 27/12/2010, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. მეგონა რამე კონკრეტულს მაინც იტყოდი რაც მთელ 2010–წელს მოხდა მაგრამხ ელში შემრჩა ისევ ბათუმი და ისევ ნაძვის ხე

  2. მე რაღაცა სკლეროზი დამეწყო, არაფერი არ მახსოვს კონკრეტულად

  3. ver vugeb adamianebs romlebsc shopingi ar uyvart😀 yoveltviis da yvelagan maqvs ganwyoba shopingis mitumetes axal wels…neta mec vinme ege machechebdes fullls😀

    • შენს ზომა შარვალს რომ ვერსად შოულობდე, ან შენი თითის ზომა ბეჭედი რომ ბუნებაში არ არსებობდეს, ვნახავდი როგორ გეყვარებოდა შოპინგი😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: