უსაქმურობა 2011

ერთი წელია არაფერი დამიპოსტავს. მეგონა კიდევ დიდხანს არ გავხსნიდი ახალი პოსტის ფანჯარას, მაგრამ მთლად სასიკვდილოდაც არ მემეტება ჩემი მწვანე ბლოგი.
ვერაფერსაც ვერ ვწერ, რადგან:

  • ჯერ ისევ შოკში ვარ ზღვისა (ცხოვრებაში პირველად) და ბოჩელის ნახვისაგან.

  • არაფერზე მეფიქრება.
  • დედაჩემს საახალწლო შვებულება აქვს და მაკონტროლებს, კომპიუტერთან დიდხანს არ ვიჯდე.
  • მეზარება წლის სამი ბლოგერის მოფიქრება და დასახელება.
  • ექვს დღეში გამოცდები მეწყება.

წესით ახლა არაფრისთვის უნდა მეცალოს. სამეცადინო მაქვს 5 ტონა. ხუთი იმიტომ, რომ მეექვსე გამოცდის დაწერას უკვე აღარ ვაპირებ. მესამე სემესტრში მაინც მოვახერხე, რომ 5 კრედიტი მეტენება. ამის გამო დედაჩემი უკვე ვეღარ მიტანს. თანაც შვებულება აქვს და მთელი დღე მეთვალყურეობის ქვეშ ვყავარ, რომ არსად წავიდე, დრო არ გავფლანგო, თბილად მეცვას, სახელმძღვანელოებთან “ახლო ურთიერთობა” ვიქონიო, ნაძვის ხეს არ დავეჯახო, ფორთოხლად არ გადავიქცე, შიმშილით თავი არ მოვიკლა, კარმამ არ დამწვას, ძილში არ გავიპარო, აივნიდან არ გადავვარდე, აბაზანაში არ ჩავიხრჩო, შოკოლადი არ გადამცდეს…


უსაქმურობას ისიც ემატება, რომ ყურადღებასაც ვერაფერზე ვამახვილებ. ჩემი მოგებული “დაბნელებაც” ისევ მაგიდის უჯრაში განისვენებს. ერთი გვერდიც ვერ წამიკითხავს. ალბათ აღარ მაინტერესებს.

მოკლედ, სასტიკ უსაქმურობას მხოლოდ მუსიკის მოსმენით ვებრძვი და ვცდილობ რამე მოვიფიქრო, სანამ ჩემი ბლოგი მთლად არ დაუფარავს ხავსს.

Posted on 05/01/2011, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ზღვა პირველად ნახე??? მერე, შთაბეჭდილებაზე რატომ არაფერს წერ???😦

  2. ვაიმეეე… ამდენ კონტროლს და სახლში ყოფნას ვერ ავიტანდი

  3. აუ, მასე რომ მაკონტროლებდეს ვინმე გავრეკავდი😀 თუმცა, ჯერ იმ ვინმეს გადავაგდებდი II სართულიდან😀

    • ზოგჯერ საჭიროცაა. კიდევ კაი ხშირად არ ვარ ამ დღეში😀

  4. როგორ მესმის შენი… მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ დედაშენს ახლა აქვს შვებულება და მხოლოდ ახლა იტან. ჩემები კი საერთოდ არ მუშაობენ და სულ ასე ვარ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: