კ.ა.ტ.ა

ჰოი, კბილნო ჩემნო, მოღრჭიალენო და ხერხემალო ჩემო, მოცახცახეო. შენც ჰოი, ჩემო თავო, რომ არ გეღირსა სანატრელი ორი აგური და დადიხარ გაღიმებული…

დღეს აზკაბანში ვიყავი, ... მქონდა დასაწერი!

ჰო, ეს საგამოცდო თვითგვემაა. აბა თქვენ რა იფიქრეთ? ეკონომეტრიკა რა საგანია ეს ხომ უკვე მოგახსენეთ, ახლა ცოტას გამოცდების თაობაზეც ვიწუწუნებ და მიხვდებით რაც არის რომ გულს მიხეთქს და მოსვენებას მიკარგავს. სხვა რა გზაა, როცა არც გადაწერის შნო გაქვს და არც საგანი გესმის კარგად?

1. უნდა ინერვიულო, სანამ სიცხე აგიწევს და თავი აგტკივდება.

2. უნდა “დაიკიდო” და არხეინად ელოდო, როდის დაგაჯდება “სიკვდილის ბუზი” – ამ შემთხვევაში რთული საგამოცდო ბილეთი.

პირველის თავი ახლა არ მაქვს. ისევ მეორეს ვარჩევ. ნერვები მაინც შემრჩება. აბა რა, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელიო. ჰოდა მეც ალბათობის გამოცდის ნოტაზე (რომელიც 6 თვის წინ მქონდა) ვიწყებ ამის წერასაც, ე.ი. მთავარია არსად გავიქცე. ტემპერატურა იმატებს… კბილებიც უფრო მჭიდროდ ებჯინებიან ერთმანეთს.. შენ ეს იცი.. იცი.. იცი… შენ ამას დაწერ! -კი, ერთი ეგ ვიცი და მეორე – კვანტური ფიზიკა.

ხოდა რაც დავწერე ეგ იყო. ფაქტია, რომ ადამიანად აღარ ვვარგივარ. ჰოდა წავედი, ეგებ მძინარე ადამიანად მაინც ვივარგო.

Posted on 11/01/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. imedi aris? : ))

    • იმედი იმის მაქვს, რომ დედაჩემი სახლიდან არ გამაგდებს😀

  2. კ.ა.ტ.ა.❤ :))) აზკაბანისგან მერლინმა დაგიფაროს

    • მაღლივს ვეძახი აზკაბანს:mrgreen: მერლინის წვერს ვფიცავ😀

  3. აუჰ გამოცდები😐
    შესანიშნავებს გისურვებ
    აი მე ინგლისურში მგონი ტროლი გამომყვება😦

  4. ძალიან მაგარი პოსტია :დ
    ზუსტად ეგრე ვარ მე.
    ზეგ მაქ ფსიქოლოგიაში , მთლიანი წიგნი მაქვს წასაკითხი და აზრად არ მომდის ამის გაკეთება :დ

  5. მდააა, ხვალ ურთულესი გამოცდა მაქვს და იმის მაგივრად რომ წიგნი გადავშალო , რომელიც დღემდე არ გადამიშლია, მშვიდად ვზივარ კომპთან^^

  6. ^_^ კ.ა.ტ.ა❤❤

  7. შტერო, სადაა ტვინიკოსა? და ზარმაცო . იმიტომ აირჩიე ეკონომიკა მოდულად, რომ თეორიის სწავლა არ გინდოდა და ამოცანებზე ამუღამებდი, ეგ ეკონომეტრიკაც სულ ამოცანები და დამტკიცებებია და მაინც გეტენება : ((

    ფორმაში არ ხარ, დამიბერდი :დ

    • ბევრი გავაცდინე და იმის ბრალია. მეტს აღარ ვიზამ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: