გამოჭერილი

ბლოგის წერა რომ დავიწყე, რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა ჩემი ვინაობა. ყველასთვის ანონიმი ვიყავი. არც ჩემს ფოტოებს ვდებდი და არც ფეისბუქზე ვაშეარებდი რამეს. მერე ცოტა გავთამამდი და ორფეისბუქიანობაც უარვყავი. სამაგიეროდ უსაფრთხოების პარამეტრები გავამკაცრე.

გუშინ სახლში რომ ვბრუნდებოდი, გზად ერთი ძველი მეგობარი შემომხვდა. რა თქმა უნდა, ისიც “შავ სიაში” მყავს შეყვანილი, ანუ წესით ჩემი ბლოგის არსებობა არ უნდა სცოდნობა. შევატყვე, რაღაც უცნაურად მიღიმოდა. მერე ისეთი შეკითხვების დასმა დამიწყო, გამიკვირდა და დავინტრიგდი. ბოლოს უკვე კინაღამ ნერვებმა მიმტყუნა. ცოტაც და ვუყვირებდი, შენ მოგზავნილი ხომ არ ხარ-მეთქი, მაგრამ დამასწრო და სიცილით მკითხა, სახლში თუ იციან ბლოგერი რომ ხარო?

აი, გამოცდაზე, შპარგალკიდან გადაწერისას რომ თავზე დამკვირვებელი დაგადგება ეგეთი შეგრძნება იყო. ის კი იდგა და ჩემს ალეწილ-გაშტერებულ გამომეტყველებას დასცინოდა.

რა ვქნა, არ მინდა პოსტის წერიასას იმაზე ვიფიქრო, დედაჩემს გიჟი არ ვეგონო და ექიმთან არ წამიყვანოს-მეთქი. საერთოდაც, ზედმეტად ნორმალური ადამიანები მაგრად მაკომპლექსებენ და არ მინდა თვითნებურად ჩაყონ ცხვირი ჩემს აზრებში!

Posted on 12/01/2011, in me, myself, I. Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. მარტივი რჩევა: დაანებე თავი წერას, თუ მაინც ასეთი გამწარებული მალავ.

  2. ძალიან კარგად მესმის შენი. მეც არ ვამბობ ახლობლებთან, რომ ბლოგი მაქვს. არ მინდა ჩემი აზრები წაიკითხონ და საერთოდ, არ მინდა ბლოგის შესახებ რამე იცოდნენ. რომ არ იციან, უფრო თავისუფლად ვწერ🙂

  3. knuti – ასე იოლად ვერ მომიშორებთ🙂😛
    Anna – მარტო არ ვყოფილვარ, რა კარგია🙂

  4. არც მე ვამბობ ახლობლებთან,რომ ბლოგი მაქვს … მიზეზი თითქმის იგივეა…

  5. მამაჩემმა იცის რომ ბლოგი მაქვს, და არც არაფერი ისეთი

  6. დედაჩემმა იცის და არ აინტერესებს ^^ ვერ გაუგია რაში მჭირდება :დ

    • +1 , ამას წინათ მეცგავბრაზდი ხალხზე მაგრამ მერე დავიკიდე ^^ შენც დაიკიდე, რა სხვისი საქმეა შენ რას დაწერ :)))

  7. igive gamoviare daaxolobit 6 tvis cin.
    tavidan davintrigdi magram axla davikide😀😀

  8. ხოდა დავიკიდებ (ოდესმე) და ეგ იქნება. სხვა გზა მაინც არ მაქვს :))

  9. მაგ მიზეზით დავხურე წინა ბლოგი, მაგრამ მივხვდი, აზრი არ აქვს ;/ სამაგიეროდ ვინც სხვანაირად შემოგხედავს, უკვე ადვილად მიხვდები, რომ მის გვერდით არაფერი გესაქმება!

  10. მე ისე ძაან დავიკიდეეე :დ

    • +1
      მეც მქონდა პრობლემები, ოღონდ უფრო მეგობრებთან… არასერიოზულად უყურებდნენ, იცინოდნენ უაზროდ… მაგრამ იცი რაზე ვკაიფობ? “გოიმობა” რომ ჰგონიათ და ყოველ საღამოს ჩემს ბლოგზე რომ სხედან :)))) ასე რომ, დადებითი მხრიდან შეხედე ყველაფერს. ასე უფრო ადვილია მათზე თუ რამე ცუდს ფიქრობ “ფარულად” დაწერო და საფიქრალი გაუჩინო… :)) გაერთე ხალხით, მარ! :))

      • უი, კარგი აზრია.😀 ინტრიგებს დავწერ ხოლმე ტვინებს ვაღრძობინებ :))

  11. ყველამ იცის, არ ვმალავ მაგრამ იმათ კიდიათ ^^
    ან კითხულობენ და არ იმჩნევენ ^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: